ამერიკულ როკ-ჯგუფ Heart-ისა და ჯიმი ფელონის გამოსვლა მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს

ჯგუფმა Heart და ჯიმი ფელონმა ბონი ტაილერის 80-იანი წლების ჰიტი Total Eclipse of the Heart მზის დაბნელების დროს შეასრულეს
ჯიმი ფელონი და Heart სიმღერის Total Eclipse of the Heart შესრულების დროს. ფოტო: ტოდ ოუვენგი NBC
ჯიმი ფელონი და Heart სიმღერის Total Eclipse of the Heart შესრულების დროს. ფოტო: ტოდ ოუვენგი NBC

8 აპრილს როკ-ჯგუფი Heart ჯიმი ფელონს შეუერთდა. მათ ბონი ტაილერის 80-იანი წლების ჰიტი Total Eclipse of the Heart მზის დაბნელების დროს შეასრულეს. მზის სრულ დაბნელებას, რომლის ხილვა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში იყო შესაძლებელი, თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა. 

„ამაღამ სპეციალური შოუ გვაქვს.  ჩვენი მუსიკალური სტუმარი ჯგუფი Heart-ია და ცნობილია, რომ დღეს მზის დაბნელებაა. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა და დღეს ჩვენ სიმღერას Total Eclipse of the Heart-ს შეგისრულებთ“, – ამბობს ჯიმი ფელონი.

მუსიკალური პერფორმანსი როკფელერის ცენტრის სახურავზე სწორედ მაშინ გადაიღეს, როდესაც მთვარე მზესა და დედამიწას შორის ჩადგა.

ჯიმი ფელონს და ჯგუფის წევრებს სიმღერის შესრულებისას სპეციალური მზის დამცავი სათვალეები ეკეთათ. სიმღერა Total Eclipse of the Heart 1983 წელს ბილბორდის საუკეთესო ასეულში ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

ნახეთ ჯიმი ფელონის და Heart-ის ვიდეო

როკ-ჯგუფ Heart-ის პერფორმანსი ამით არ დასრულებულა. NBC სტუდიაში მათ 1977 წლის კლასიკური ჰიტი Barracuda ჩაწერეს. მათი ამერიკის Royal Flush ტური 20 აპრილს გრინვილში დაიწყება. 

ნახეთ NBC სტუდიაში ჩაწერილი Heart-ის სიმღერა Barracuda:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში - ფოტო: მეისონ პული

ბილი აილიში მესამე სტუდიურ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

რუმი კარტერი ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტია, რომელიც Hot 100-ში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი