შაკირას Waka Waka (This Time For Africa) ყველა დროის ყველაზე საყვარელ საფეხბურთო სიმღერად დასახელდა

კვლევის თანახმად ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ჰიმნი გამოვლინდა.
შაკირა 2024 წლის 25 მარტს, ნიუ-იორკში, TSX-ზე გამოსვლისას. ფოტო: კევინ მაზური ( TSX Entertainment-ისთვის)
შაკირა 2024 წლის 25 მარტს, ნიუ-იორკში, TSX-ზე გამოსვლისას. ფოტო: კევინ მაზური ( TSX Entertainment-ისთვის)

უმსხვილესი ბილეთების საძიებო სისტემის კომპანიამ SeatPick-მა კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც შაკირას ცნობილი სიმღერა Waka, Waka (This Time For Africa) ყველა დროის ყველაზე ცნობილ საფეხბურთო ჰიმნად დასახელდა.

შაკირას და ბენდ Freshlyground-ის ერთობლივი სიმღერა Waka Waka 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს FIFA-ოფიციალური სიმღერა იყო. 

“მთავარი ფრაზა,  Waka Waka, სიმღერაში მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად არაერთხელ მეორდება, რაც კამერუნულ ენაზე “გააკეთეს” ნიშნავს. 1:04-ზე სიმღერაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა – ახალი ინსტრუმენტი შემოდის, რათა მელოდიას მეტი ვარიაცია შემატოს. გარდა ამისა, 2:12-ზე ახალი ვოკალისტი მეტი უნიკალურობის და ეგზოტიკურობის განცდას ქმნის მსმენელში” – განაცხადა მუსიკის პროფესორმა ჯეიკობ კოენმა.

SeatPick-მა კვლევა უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით  ჩაატარა, რომელიც სტარტს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში აიღებს.  კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა: მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო 25 სიმღერის შეჯამებას პლატფორმებიდან Deezer, NME, ThisIsDig და UDiscoverMusic,  Spotify API-დან მონაცემების აღებას. კვლევაში ასევე გათვალისწინებული იყო YouTube- ვიდეოების ნახვები. მონაცემები 2022 წლის შეგროვდა.

2010 წლის ივლისში სიმღერა Waka Waka  Billboard-ის ლათინური მუსიკის ჩარტებში მეორე ადგილზე გავიდა და 42 კვირა დაჰყო ლათინური ციფრული სიმღერების გაყიდვების სათავეში.

2022 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის დროს კატარში სიმღერა კვლავ გამოჩნდა ჩარტებში. მისი დებიუტი Billboard Global Excl-ზე შედგა და ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი ოფიციალური სიმღერა, რომელიც ბილბორდის გლობალურ ჩარტებში გამოჩნდა.

SeatPick-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ფეხბურთის ჰიმნებს შორის დასახელდა ასევე რიკი მარტინის სიმღერა La Copa de la Vida, Pitbull-ის We Are One (Ole, Ola) და ნიკი ჯემის Live It Up.

ნახეთ სრული სია:

SeatPick

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპა - ფოტო: ტაირონ ლებონი

დუა ლიპა ახალ სინგლსა და მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Nanka Gvari - 202

ნანკა გვარის ახალი სიმღერა  – 202

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი