21 Savage-მა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. ის Time-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორისაა. ამის შესახებ 17 აპრილს გახდა ცნობილი. 21 Savage ერთადერთი ჰიპ-ჰოპ არტისტია, რომელიც 2024 წლის ამ საპატიო სიაში შევიდა.
რეპერს სიტყვა მისმა Sittin on Top of Da World-ის პარტნიორმა Burna Boy-მ მიუძღვნა.
„ჩემს ინტუიციას ვენდობი, როცა საქმე მუსიკასა და კოლაბორაციებს ეხება. მოხიბლული ვარ ისეთი არტისტებით, როგორიცაა 21 Savage – მათით, ვინც თავიანთი რწმენის ერთგული რჩებიან და არ ემორჩილებიან შეზღუდვებს, რომლებსაც უწესებენ. როგორც 21 Savage-მა, მეც ვიცი, თუ რას ნიშნავს გამოწვევებზე გამარჯვება და ეს მის წარმატებას კიდევ უფრო აღსანიშნავს ხდის. მისი კარიერის განმავლობაში – ბოლო ალბომის, American Dream-ის ჩათვლით, რომელიც მისი დედისა და მათი იმიგრაციის ისტორიით იწყება – 21 Savage ავთენტურობას ინარჩუნებს. მისი მიდგომა რეპისადმი ნამდვილია.
ახლახან მქონდა პრივილეგია, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მასთან ერთად გამეზიარებინა, როცა გრემიზე ერთად წარვდექით. მიხარია, რომ მომსწრე ვარ მისი ხელოვნების დიდი ევოლუციისა და იმ გავლენის, რომელიც მას მსოფლიო სცენაზე აქვს,” – წერს Burna Boy.
ნახეთ Burna Boy-ს სრული ტექსტი:
TIME names @21savage as one of the 100 Most Influential People of 2024.
— billboard hip-hop/r&b (@billboardhiphop) April 17, 2024
Words written by @burnaboy. pic.twitter.com/PDtwtWGicK