მილი ბობი ბრაუნმა და ჯეიკ ბონჯოვიმ იქორწინეს

წყვილის ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო.
ფოტო: Getty Imagines / Netflix

როგორც გამოცემა People იუწყება, სერიალ Stranger Things-ის მსახიობი მილი ბობი ბრაუნი და მუსიკოს ჯონ ბონ ჯოვის ვაჟი, 22 წლის მოდელი ჯეიკ ბონჯოვი, დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილი ახლობლების გარემოცვაში,
მედიაში სიახლის გავრცელების გარეშე გადაიხადა. ქორწილის ცერემონია შეერთებულ შტატებში შედგა და მას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ბრაუნს და ბონჯოვის უფრო მაასშტაბური ცერმონიაც აქვთ დაგეგმილი, რომელიც მიმდინარე წელს, ცოტა მოგვიანებით შედგება.

მილის და ჯეიკის ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო. გასულ წელს წყვილმა ნიშნობის შესახებ სიახლე ინსტაგრამის მეშვეობით გაავრცელა. მილო ბობი ბრაუნმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას ნიშნობის ბეჭედი უკეთია. Მსახიობმა ფოტოს ტეილორ სვიფტის სიმღერა Lover-ის ტექსტი დაურთო.

ამ ამბიდან რამდენიმე თვეში მილი ბობი ბრაუნმა ჯეიკ ბონჯოვისთან ურთიერთობის დაწყებაზე ისაუბრა და გაამხილა, რომ კომუნიკაცია ინსტაგრამზე შედგა. „საუბრის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ ის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იქნებოდა. როცა ერთმანეთს შევხვდით, ერთმანეთის გარეშე ყოფნა აღარ გვსურდა,” – აღნიშნა მსახიობმა Sunday Times-თან საუბრისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართული მუსიკალური სივრცეები, ფესტივალები და კოლექტივები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

შემდეგი სტატია

Scorpions – „მძიმე მეტალის გმირები”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი