უილი ნელსონმა ახალი ალბომი გამოუშვა

ალბომის გამოცემამდე ერთი თვით ადრე მუსიკოსს 91 წელი შეუსრულდა.
ფოტო: დევიდ მაკკალისტერი

მუსიკოს უილი ნელსონს აპრილში  91 წელი შეუსრულდა, თუმცა მისი შემოქმედებითი კარიერა კვლავაც აქტიურია. ქანთრი ჟანრის ვარსკვლავმა ახლახან 75-ე ალბომი წარადგინა, რომელიც მის კარიერაში საბოლოო სტუდიური ჩანაწერია. Border – ასე ჰქვია ალბომს და ის 31 მაისს გამოიცა. 

The Border ხმის ჩამწერმა კომპანია Legacy Recordings-მა გამოსცა და ის 10 სიმღერას აერთიანებს. Მათგან ხუთი ტრეკის თანაავტორები ბადი კენონი და ბობი ტომბერლინი არიან. უილი ნელსონი თავის ალბომში ტრადიციისამებრ აგრძელებს ქანთრი ჟანრის მუსიკაში მოღვაწე სიმღერების ავტორების წარმოჩენას. Ნელსონი ამ ახალ ნამუშევარში სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილი სიმღერების საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს.

2024 წელი ნელსონის შემოქმედებით მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი პერიოდია. 4 ივლისს არტისტი ტრადიციისამებრ გამართავს მუსიკალურ ღონისძიებას, რომლის ლაინაფში ვხვდებით ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორიც მაგალითად ბობ დილანია. უილი ნელსონი წელს ასევე იქნება Outlaw Music Festival Tour-ის ჰედლაინერი. ფესტივალი 21 ჯორჯიის შტატში 21 ივნისს იწყება. 

მოუსმინეთ უილი ნელსონის ალბომს – Border.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

შემდეგი სტატია

Scorpions-მა Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა
მეტი