ჯეი-ზიმ და ალიშა კისმა Tony Awards-ზე Empire State of Mind შეასრულეს

ნიუ-იორკის ჰიმნი წყვილმა 2016 წლის შემდეგ პირველად იმღერა.
ჯეი-ზი და ალიშა კისი 77-ე Tony Awards-ზე
Kevin Mazur/Getty Images for Tony Awards Productions

2016 წლის შემდეგ ჯეი-ზი და ალიშა კისი პირველად გაერთიანდნენ Empire State of Mind-ის შესასრულებლად. მუსიკოსებმა ნიუ-იორკის ჰიმნი, რომელსაც წელს 15 წელი უსრულდება, 2024 წლის Tony Awards-ზე მათ მშობლიურ ქალაქში შეასრულეს. 

ალიშა კისი თავდაპირველად სცენაზე Hell’s Kitchen-იდან დუეტის შესასრულებლად გამოვიდა. მიუზიკლი, რომელიც თავად მომღერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხება, Tony Awards-ის 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, რომელთაგანაც ორში გაიმარჯვა.

ამის შემდეგ კი კისი მაყურებლებთან ჩავიდა და თქვა: „ახლა რაღაც გიჟური უნდა გავაკეთო – ეს ჩემი მშობლიური ქალაქია.” ამ დროს კი სცენაზე ჯეი-ზი გამოჩნდა. „დიახ, ბრუკლინი და ნიუ-იორკი დღეს Tony-ზე,” – თქვა რეპერმა. 

Empire State of Mind 2009 წელს გამოვიდა, როგორც მთავარი სინგლი ჯეი-ზის ალბომისა The Blueprint 3. ნიუ-იორკის ჰიმნი ნელ-ნელა ბრილიანტის სერტიფიკატისკენ მიიწევს, რადგან ამჟამად 9 პლატინის სტატუსის მფლობელია. გამოსვლის წელს Სიმღერა Billboard Hot 100-ში 5 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. 

ეს კვირა, სცენაზე დაბრუნების კუთხით, ჯეი-ზისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ ის ასევე ამოჩნდა ფეხბურთელ ტომ ბრედის Patriots Hall of Fame-ში შესვლის ცერემონიაზე, სადაც  Public Service Announcement (Interlude) შეასრულა. 

Ნახეთ ალიშა კისის და ჯეი-ზის გამოსვლა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მგზავრების” გზავნილი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩამდე: ნახეთ ახალი სიმღერის ვიდეოკლიპი

შემდეგი სტატია

Tape Visitors – ინტერვიუ Newcomers Tbilisi 2024-ის გამარჯვებული ბენდთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი