პოლ მაკარტნიმ ლონდონში ტეილორ სვიფტის გულშემატკივრებთან ერთად ტეილორის სიმღერაზე – But Daddy I Love Him იცეკვა

The Beatles-ის ლეგენდა VIP სტუმარი იყო ტეილორ სვიფტის კონცერტზე

ბიტლზის 82 წლის ლეგენდა კვირას უემბლის სტადიონზე გამართულ ტეილორ სვიფტის კონცერტზე VIP სტუმარი იყო.

როდესაც სვიფტმა სიმღერა But Daddy I Love Him დაიწყო, მაკარტნი მომღერლის  თაყვანისმცემლებს ცეკვაში აჰყვა.

სოციალურ ქსელში უემბლის სტადიონიდან გადაღებულმა კადრებმა აჩვენა, რომ პოლ მაკარტნი ადრეც იმყოფებოდა ტეილორ სვიფტის კონცერტზე, რომელიც ასევე სტადიონზე გაიმართა. ასევე ლონდონში პოპ-ვარსკვლავის საკვირაო შოუში ჯონ ბონ ჯოვი და სხვა ცნობილი სახეებიც შენიშნეს, მათ შორის პრინცი უილიამი, და ტომ კრუზი. 

ლონდონში კონცერტზე ტეილორ სვიფტის მეგობარი ბიჭი ტრევის კელსიც იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად მისი დებიუტი Eras Tour-ის სცენაზე შედგა.

დიდი მოთხოვნის გამო Eras Tour-ის ფარგლები ტეილორ სვიფტი აგვისტოში კიდევ ხუთ კონცერტს გამართავს, მანამდე კი ტურნე დუბლინში, ამსტერდამში, ციურიხსა და მილანში გაგრძელდება.

ტეილორ სვიფტის მეთერთმეტე ალბომი The Tortured Poets Department, რომელიც 2024 წლის 19 აპრილს გამოქვეყნდა, ბილბორდ 200-ში პირველ ადგილს იკავებს.

ნახეთ პოლ მაკარტნის ცეკვა სიმღერაზე But Daddy I Love Him

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი M.I.A Tbilisi Open Air 2024-ის სცენაზე – მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვა

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air 2024 დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

50 Cent-ის მიერ დაანონსებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს წინააღმდეგ ბრალდებებს ეხება, Netflix-ზე გამოვა

50 Cent-ისა და რეჟისორის თქმით, ფილმი მათ სათქმელს იტყვის, ვისი ხმაც აქამდე არავის ესმოდა.
მეტი