ბობ დილანი ასობით გამოუქვეყნებელი სიმღერის კრებულს აანონსებს – 27-დისკიანი ბოქს-სეტი 20 სექტემბერს გამოვა.

ბობ დილანი 1974 წელი - ფოტო: ბარი ფაინშტაინი
ბობ დილანი 1974 წელი – ფოტო: ბარი ფაინშტაინი

20 სექტემბერს ბობ დილანის ადრე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების 27-დისკიანი კრებული გამოვა. ამის შესახებ ლეგენდარულმა მუსიკოსმა თავად განაცხადა. ჩანაწერები ასახავს მის 1974 წლის საკონცერტო ტურნეს ჯგუფ „The Band“-თან ერთად. ბოქს-სეტი სახელწოდებით Bob Dylan – 1974 Live Recordings შეიცავს 431 სიმღერას, რომელთაგან 417 ჯერ არ არასდროს გამოქვეყნებულა. ერთი სიმღერის მოსმენა Youtube-ზე უკვე შესაძლებელია. ეს არის Forever Young, რომელიც დილანმა 1974 წლის 9 თებერვალს სიეტლში შეასრულა.

1974 Live Recordings აღნიშნავს დილანის საკონცერტო ტურნეში დაბრუნების 50 წლის იუბილეს (1966 წელს ლეგენდარული მუსიკოსი თავისი მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა და მძიმე დაზიანებების გამო რვა წლის განმავლობაში სცენაზე ვერ გამოდიოდა).

ცოტა ხნის წინ 83 წლის დილანმა კიდევ ერთ ლეგენდარულ მუსიკოსთან, ვილი ნელსონთან ერთად გამართა კონცერტი, სექტემბერში კი მასთან ერთად ტურნეს ჩაატარებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billie Eilish & Finneas

ბილი აილიში და ფინეასი Hit Me Hard and Soft-ის გადაღების დროს შექმნილ კონფლიქტზე საუბრობენ

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე 2024 წლის 10 მარტს ოსკარის დაჯილდოებაზე, ფოტო: არტურო ჰოლმსი

არიანა გრანდე მამაკაც მსახიობებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი