პარიზის ოლიმპიადის დროს ლედი გაგამ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს მაიკლ პოლანსკი საქმროს სტატუსით წარუდგინა, რითაც გაამხილა, რომ წყვილი დანიშნულია.
„ჩემი საქმრო მაიკლი,” – ისმის ვიდეოში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეოში საფრანგეთის პრემიერი მომღერალს ეხუტება და ხელს ართმევს პოლანსკის, რომელიც ოთხ წელიწადზე მეტია, ლედი გაგას პარტნიორია.
@gabriel_attal Thank you Lady Gaga for your stunning performance at the opening ceremony. It was breathtaking. 🤩🫶
♬ son original – Gabriel Attal
გაგა და პოლანსკი საჯაროდ ერთმანეთს 2020 წლიდან ხვდებიან. მომღერალმა ურთიერთობა ოფიციალურად ინსტაგრამის პოსტით დაადასტურა. ერთი თვის შემდეგ კი ინტერვიუში მან პოლანსკის „ჩემი ცხოვრების სიყვარული” უწოდა.
პრემიერს ლედი გაგას დანიშვნის ამბავი არ უხსენებია. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „მადლობა, ლედი გაგა, გახსნის ცერემონიაზე საოცარი წარმოდგენისთვის. ეს სუნთქვისშემკვრელი იყო.”
ლედი გაგა პირველი არტისტი იყო, რომელმაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სცენა დაიკავა და ფრანგულენოვანი Mon Truc en Plume კაბარეს სტილში შეასრულა. საფრანგეთში ყოფნისას მან პარიზელი ფანებიც გააოცა და მომავალი, მეშვიდე სტუდიური ალბომიდან პატარა მუსიკალური თიზერიც გააჟღერა.
„ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემი ფრანგი ფანების ხილვა,” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე. „ამაღამ აუცილებლად გამოვალ და დაგემშვიდობებით LG7-ის რამდენიმე წამის ფონზე.”
LG7, როგორც ამ დრომდე გაგას ახალ ალბომს ჰქვია, 2020 წელს გამოცემულ ალბომს Chromatica-ს მოჰყვება, რომელიც მომღერლის რიგით მეექვსე Billboard 200-ის ლიდერი ალბომი იყო.
[HD VIDEO AND AUDIO] Lady Gaga plays two snippets from #LG7 in Paris. pic.twitter.com/a7Rt72VJva
— Lady Gaga Now 🃏 (@ladygaganownet) July 28, 2024
WE SANG ALWAYS REMEMBER US THIS WAY TO GAGA AND SHE CAME OUT OF THE CAR TO SING FOR FUS pic.twitter.com/HpXJA0K7vx
— Sacha ❤️🔥 (@DusseldorfWig) July 27, 2024