იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო წინანდლის ფესტივალის შესახებ საუბრობს

იტალიის საელჩო საქართველოში წინანდლის ფესტივალის მხარდამჭერია.
მასიმილიანო დ’ანტუონო

უკვე მეორე წელია, რაც იტალიის საელჩო საქართველოში წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. გასულ წელს საელჩოსთან თანამშრომლობით ფესტივალმა უმასპინძლა ორ კონცერტს ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ცნობილი იტალიელი მაესტროს, ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით. აღსანიშნავია, რომ იტალიელი დირიჟორი წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.

იტალიური წარმომადგენლობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება წელს, ფესტივალის მეექვსე სეზონზე. საელჩოს მხარდაჭერით, ჯანანდრეა ნოზედას ტრადიციული ორი კონცერტის გარდა, ფესტივალის სცენაზე წარდგება ორი იტალიელი სოპრანო: ერიკა გრიმალდი და ბარბარა ფრიტოლი. ასევე თბილისს ესტუმრება ცნობილი იტალიელი მაესტრო რობერტო გაბიანი, რომელიც ფესტივალისთვის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდს მოამზადებს ვერდის „რეკვიემის” შესასრულებლად. 

წინანდლის ფესტივალთან თანამშრომლობის შესახებ Billboard საქართველოს იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო ესაუბრა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა ვენის გაუქმებული კონცერტების შესახებ სიჩუმე დაარღვია

შემდეგი სტატია

სასამართლომ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლებსა და  Sony Music-ს შორის დადებული 600 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება, მომღერლის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონიერად გამოაცხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი