ბენ აფლეკთან განქორწინების განაცხადის შემდეგ ჯენიფერ ლოპესი სასამართლოს თავისი ძველი გვარის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს

ბენ აფლეკზე სამოქალაქო ქორწინების შემდეგ მომღერალმა გვარი შეიცვალა და ჯენიფერ ლინ აფლეკად დარეგისტრირდა.
Rodin Eckenroth/FilmMagic

Billboard-ის რედაქცია ჯენიფერ ლოპესის განქორწინების განცხადებას გაეცნო. განაცხადში მომღერალი ითხოვს, რომ ოფიციალურად კვლავ მისი უწინდელი გვარი მიანიჭონ. ბენ აფლეკზე სამოქალაქო ქორწინებისას მომღერალმა გვარი შეიცვალა და ჯენიფერ ლინ აფლეკად დარეგისტრირდა. განქორწინების შემდეგ კი მას სურს, ოფიციალურ დოკუმენტებში კვლავ ჯენიფერ ლინ ლოპესის სახელით იყოს წარმოდგენილი. 

გარდა ამისა, ჯენიფერ ლოპესმა კალიფორნიის სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ ორივე მხარეს ერთმანეთისაგან ფინანსური კომპენსაციის მიღებაზე უარი უთხრას. წყვილმა განქორწინება შეუღლებიდან ორი წლის შემდეგ გადაწყვიტა. როგორც NBC News-ს ლოპესთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა, წყვილს საქორწინო კონტრაქტი არ გაუფორმებია. 

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი 2022 წელს დაინიშნნენ. ეს წყვილისათვის ქორწინების მეორე გადაწყვეტილება იყო. პირველად მომღერალი და მსახიობი 20 წლის წინ დაინიშნენ და შემდეგ ერთმანეთს ქორწინებამდე დაშორდნენ. ლოპესმა 1998 წელს ოხანი ნოაზე იქორწინა, თუმცა1998 წელს მისი პირველი ქორწინება დასრულდა. 2001-2003 წლებში ლოპესი მოცეკვავე კრის ჯადზე იყო დაქორწინებული. 2004 წელს კი მომღერალ მარკ ენტონიზე, ვისთან ქორწინებამაც ათ წელს გასტანა. ენტონისგან ლოპესს ტყუპი შვილი – ემი და მაქსი შეეძინა.

ბენ აფლეკთან ურთიერთობის აღდგენამდე ლოპესი Yankees-ის მოთამაშეზე, ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული. ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის განახლებული ურთიერთობა საკმაოდ ხმაურიანი მოვლენა იყო. მათ წყვილს საზოგადოება “ბენიფერის” სახელითაც მოიხსენიებდა. ლოპესმა მისი და აფლეკის ურთიერთობის ქრონოლოგიას რამდენიმე ნამუშევარი მიუძღვნა. მათ შორის არის დოკუმენტური ფილმი The Greatest Love Story Never Told. 

როგორც აღმოჩნდა, ფილმის მიმართ საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში წყვილის განქორწინების ამბავი გავრცელდა. Luminate U.S.-ის მონაცემებით Prime Video- ზე 24 საათში ფილმის ყურების მაჩვენებელი 10.7 ათასი საათიდან 354.1 ათას საათამდე გაიზარდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ დაბადების დღე ოჯახთან ერთად ვატიკანში აღნიშნა

შემდეგი სტატია

დრეიკმა თავის დროებით ინსტაგრამ გვერდზე სამი ახალი სიმღერა გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ ქალაქში იმართება.
მეტი

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი