19 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მიქელანჯელოსა და რაფაელის ნამუშევრები გაცოცხლდება

წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი” საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

19 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი” გაიმართება. სპექტაკლი საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით შედგება. სასცენო დადგმა ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის შემოქმედებას ეძღვნება და მას 20-წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტული თეატრალური დასი “Teatri 35” წარმოადგენს, რომელიც თბილისს კამპანიის რეგიონიდან ეწვია. თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ერთობლიობით მსახიობები იტალიური რენესანსის ორი უდიდესი წარმომადგენლის ნამუშევრებს სცენაზე გააცოცხლებენ. 

წარმოდგენას მუსიკალურად გააფორმებენ „საქართველოს სინფონიეტა”, ცნობილი ქართველი თეორბისტი გიორგი კუზანაშვილი და აზერბაიჯანელი კონტრტენორი ილჰამ ნაზაროვი. შესრულდება ვივალდის, ბახის, ჰენდელისა და ბაროკოს პერიოდის სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. 

„მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი” ერთ-ერთი ღონისძიებაა იმ ფართო პროგრამიდან, რომელსაც იტალიის საელჩო კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ქართველ აუდიტორიას 2024 წლის შემოდგომაზე შესთავაზებს. 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Young Folks – ჯგუფი Tape Visitors ახალ კლიპს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

პოპ-ვარსკვლავები წარმატებული სამსახიობო კარიერით და მათი წარმატების შანსები 2025 წლის კინოდაჯილდოებებზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი