ლანა დელ რეიმ ჯერემი დუფრენთან ქორწინების უფლება მოიპოვა

წყვილის რომანის შესახებ ჭორები წლის დასაწყისში გავრცელდა.
ლანა დელ რეი
Katherine Bomboy/NBC

როგორც, ჩანს ლანა დელ რეის ქორწილი ახლოვდება. გავრცელებული ცნობით, 23 სექტემბერს მომღერალმა და გემის კაპიტანმა ჯერემი დუფრენმა ქორწინების უფლება მოიპოვეს. ინფორმაციას People ადასტურებს. უფლების მოპოვების შემდეგ წყვილს ქორწინებისთვის 30 დღე ექნება. 

გასულ კვირას მომღერალი და მისი ბოიფრენდი ხელჩაკიდებული შენიშნეს. ისინი რამდენჯერმე დააფიქსირეს პაემანზეც. როგორც ჩანს, წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წელია, იცნობს. ლანა დელ რეის ჯერ კიდევ 2019 წელს აქვს გამოქვეყნებული დუფრენთან ერთად გადაღებული ფოტოები. ამ წლის მაისში კი მომღერალმა ის ინსტაგრამ პოსტზე დათაგა. ფოტოზე ლანა და-ძმასთან ერთადაა. „ოჯახი ჩემს ბიჭთან, ჯერემი დუფრენთან ერთად,” – დაწერა მომღერალმა.

თვის დასაწყისში წყვილი ასევე ხელჩაკიდებული დააფიქსირეს ნიუ-იორკში, მოდელ კარენ ელსონის ქორწილში. 

დუფრენი საზღვაო კაპიტანია. გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მას საკმაოდ ახლოს შეუძლია ნიანგებთან მისვლა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯგუფ A-ha-ს Take on Me 80-იან წლებში გადაღებული პირველი კლიპი გახდა, რომელსაც Youtube-ზე ორი მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

ჯონ ლენონის სტუდიური ალბომი Mind Games წიგნის სახით გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი