ჯონ ლენონის სტუდიური ალბომი Mind Games წიგნის სახით გამოვიდა

წიგნში შესულია ლენონის ექსკლუზიური ფოტოები და ხელნაწერები.
ჯონ ლენონი ნიუ-იორკში, 1977 წელი
Vinnie Zuffante/Getty Images

ლეგენდარული მუსიკოსი ჯონ ლენონი მხოლოდ The Beatles-ის წევრი როდი იყო – ის იყო ასევე ნიჭიერი კომპოზიტორი, რომელმაც სოლო კარიერის დროს, 1973 წელს, შექმნა კლასიკად აღიარებული სტუდიური ალბომი Mind Games. ალბომში შესული სიმღერები 1973 წელს ბილბორდ 100-შიც მოხვდა, მათ შორის ალბომის სათაურის მატარებელი ტრეკი, რომელიც ჩარტებში 13 კვირის განმავლობაში პოზიციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მუსიკალური წიგნი არსებობს, რომლებიც ჯონ ლენონის ცხოვრებას სიღრმისეულად ასახავს, ახალი წიგნი გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, ექსკლუზიურად იხილონ Mind Games-ის შექმნის პროცესი. წიგნში შესულია აქამდე უცნობი ფოტოები, ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ხელნაწერი წერილები.

წიგნი Mind Games 24 სექტემბერს  გამოიცა და უკვე  გულშემატკივრებისა და მელომანების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.  წიგნი  Amazon-ის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილს იკავებს.  

ჯონ ლენონის მეოთხე სოლო ალბომზე შექმნილი წიგნის, Mind Games-ის 288 გვერდზე წარმოდგენილია  აქამდე გამოუქვეყნებელი, ექსკლუზიური ფოტოები. ლეგენდარული მუსიკოსის გულშემატკივრები წიგნში დეტალურად გაეცნობიან ალბომის შექმნის, ჩანაწერებისა და სიმღერების წერის პროცესს.

წიგნი ასევე მოიცავს ჯონ ლენონის შესახებ  იმ პერიოდში გამოქვეყნებულ საგაზეთო სტატიებსაც. Mind Games-ში მკითხველი ალბომის შესახებ ჯონ ლენონის მეგობრების, მუსიკოსებისა და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების მოსაზრებებს გაეცნობა.  აღსანიშნავია, რომ წიგნის გამოცემასთან ერთად დაგეგმილია ალბომის განახლებული ვერსიის გამოშვებაც, რომელიც მიზნად ისახავს ახალი თაობის მსმენელთათვის ამ მუსიკის გაცნობას.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეიმ ჯერემი დუფრენთან ქორწინების უფლება მოიპოვა

შემდეგი სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი