როგორ იქცა 80-იანი წლების გამორჩეული არტისტი ფილ კოლინზი ყველა დროის დაუფასებელ პოპ-ვარსკვლავად

ბილბორდის პოდკასტ Greatest Pop Stars-ში Genesis-ის დრამერის, მომღერლისა და წარმატებული სოლო არტისტის, ფილ კოლინზის შესახებ საუბრობენ.
ფილ კოლინზი 1985 წლის 1 ივლისი, ნიუ-იორკი. ფოტო: ლარი ბუსაკა/Getty Images
ფილ კოლინზი 1985 წლის 1 ივლისი, ნიუ-იორკი. ფოტო: ლარი ბუსაკა/Getty Images

1960-იანი წლების ბოლოს დაარსებული ცნობილი ინგლისური როკ-ბენდის Genesis-ის ფრონტმენობა 70-იანი წლების შუა პერიოდში დრამერმა ფილ კოლინზმა მას შემდეგ გადაიბარა, რაც პიტერ გებრიელმა სოლო კარიერა წამოიწყო. ფილ კოლინზი ათწლეულების განმავლობაში მუსიკალურ კარიერაში წინ მიიწევდა, პოპულარობას იძენდა და ამ ინდუსტრიაში ცნობადობას იმაღლებდა.  1980-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსმა, ბენდის პარალელურად, სოლო კარიერაც წამოიწყო. ამ პერიოდში იგი პოპისა და როკის ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად გვევლინება.

1985 წელს ფილ კოლინზმა მუსიკალური სამყარო დაიპყრო. მან გამოსცა სინგლები, ჩაწერა კოლაბორაციები, გამართა გრანდიოზული კონცერტები, გამოდიოდა ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ეთერებში პრაიმტაიმის დროს, მან სამსახიობო სივრცეც მოსინჯა და საერთო ჯამში, შთამბეჭდავი კულტურული კვალი დატოვა.

Greatest Pop Stars პოდკასტი ფილ კოლინზის განსაკუთრებით დასამახსოვრებელ 1985 წელს იხსენებს და იკვლევს, თუ როგორ იქცა ერთი შეხედვით მოკრძალებული გარეგნობის დრამერი MTV თაობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოპვარსკვლავად.

პოდკასტში წამყვან ენდრიუ უნტერბერგს კრის მოლანფი უერთდება. ის მსმენელს საკუთარ მოგონებებს უზიარებს, თუ როგორ გახდა მოზარდობის პერიოდში ფილ კოლინზის დიდი გულშემატკივარი. 

1985 წელი ფილ კოლინზისთვის ჰიტებით დაიწყო – Do They Know It’s Christmas, ცალკე აღსანიშნავია მისი ცნობილი ჰიტი Separate Lives და Sussudio. ეს უკანასკნელი მის  No Jacket Required-ის ალბომშია შესული. ამ პერიოდის განმავლობაში არტისტმა Miami Vice-ში ფილ შილის როლიც მოირგო.  იგი მონაწილეობდა Live Aid-ის კონცერტებზე, მათ შორის, აღსანიშნავია კონცერტი Led Zeppelin-თან ერთად.

იყო თუ არა ფილ კოლინზი 1985 წლის უდიდესი პოპვარსკვლავი, ამას Greatest Pop Stars-ის  პოდკასტში მოუსმენთ, სადაც არტისტის  1985 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტებია თავმოყრილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონას თქმით, ფანებისათვის მისი „ვალენტინობის დღის საჩუქარი“ ახალი მუსიკალური ნამუშევარია, რომელიც მალე გამოვა

შემდეგი სტატია

მაიკლ ჰატჩენსი, ენდრიუ ფარისი, ტიმ ფარისი, გარი გარი ბერსი, კირკ პენგილი და ჯონ ფარისი - ბენდი INXS. 1988 წელი ლინ გოლდსმიტი/Corbis/VCG/Getty Images

INXS ალბომის – Listen Like Thieves-ის გამოცემიდან 40 წლის იუბილეს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი