ჯასტინ ბიბერი ბაბუას  ემოციური პოსტით ემშვიდობება

პოპვარსკვლავის ბაბუა ბრიუს დეილი 24 აპრილს გარდაიცვალა.
ჯასტინ ბიბერი: ფოტო: კავოკ ჯანსეზიანი
ჯასტინ ბიბერი: ფოტო: კავოკ ჯანსეზიანი

26 აპრილს 31 წლის პოპვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ბაბუის, ბრიუს დეილის  ხსოვნის პატივსაცემად ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა. ჯასტინის ბაბუა 24 აპრილს სტენფორდში, Rotary Hospice-ში გარდაიცვალა. როგორც ნეკროლოგშია აღნიშნული ბრიუს დეილი 80 წლის იყო.

“მახსოვს, როცა მეუბნებოდი, რომ ბებია მთელი კვირისთვის 20 დოლარს გაძლევდა ჯიბის ფულად. სულ ვახერხებდი, შენთვის პარასკევ საღამოობით, ჰოკეის თამაშებზე სნექები მეყიდა.“ – დაწერა ბიბერმა ინსტაგრამზე, სადაც ბაბუასთან ერთად გადაღებული ძველი ფოტოც გამოაქვეყნა.  

“ძალიან მეტკინა. მომენატრები. ყველა იმ საოცარ მომენტს მოვიგონებ, რაც ერთად გვაქვს გატარებული.” – წერს ჯასტინ ბიბერი.

ბრიუს დეილი ჯასტინის დედის, პატი მალეტის მამა გახლდათ, რომელიც შვილიშვილს  ყოველთვის მხარში ედგა. ის 2011 წლის დოკუმენტურ ფილმში, Never Say Never-შიც მონაწილეობს, 2018 წელს კი Stratford Perth-ის მუზეუმში, ბიბერისადმი მიძღვნილ გამოფენაზე მან მედიასთან მომღერლის ბავშვობის ამბებიც გაიხსენა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლაშა გოჩიაშვილი, მუსიკალური პროდიუსერი

ლაშა გოჩიაშვილის მუსიკალური გზა სცენის მიღმა

შემდეგი სტატია

კულტურის სამინისტროსთან მუსიკოსების საპროტესტო აქცია გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი
Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

„ჩვენ ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ,“ - აცხადებს Manchester Orchestra.
მეტი
ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

ცნობილი ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობის შემდეგ  KESHA მსახიობთან გატარებულ  დროს იხსენებს…
მეტი
სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

„შენ ყოველთვის ისეთად მხედავდი, როგორიც სინამდვილეში ვარ“ - აღნიშნა მომღერალმა. მაღალი მოდის ცნობილი იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 19 იანვარს რომში, საკუთარ სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY

ბილი აილიში მინეაპოლისში მომხდარი სროლის ფაქტს კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურა და ICE „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენია

მომღერალმა ინსტაგრამის „სთორებში" რამდენიმე პოსტიც გააზიარა, რომლებიც აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის გაუქმების მოწოდებას შეიცავს.
მეტი