რინგო სტარმა რეჟისორ სემ მენდესს Beatles-ის ბიოგრაფიული ფილმის სცენარში კორექტივების შეტანა სთხოვა

Beatles-ის დრამერის თქმით, სცენებში, სადაც მისი პირველი ცოლია წარმოჩენილი, კორექტირება გახდა საჭირო, რათა ყველაფერი ზუსტად ყოფილიყო ასახული.
რინგო სტარი 2024 წლის 15 ნოემბერი ლოს-ანჯელესი. ფოტო: Kevin Winter/Getty Images
რინგო სტარი 2024 წლის 15 ნოემბერი ლოს-ანჯელესი. ფოტო: Kevin Winter/Getty Images

რინგო სტარი წელს ლონდონში რეჟისორ სემ მენდესს შეხვდა და Beatles-ის ბიოგრაფიული ფილმის სცენარზე ისაუბრა, სადაც მან გარკვეული კორექტივები შეიტანა. 

The New York Times-თან ინტერვიუში მუსიკოსმა აღნიშნა, რომ აპრილში რეჟისორთან ორი დღის განმავლობაში დეტალურად განიხილა სცენარი, სადაც Beatles-ის დრამერის როლს ბარი კეოგანი ასრულებს. გამოცემა წერს, რომ სტარმა სცენარში საკმაოდ მნიშვნელოვანი შესწორებები შეიტანა, რათა ფილმის სიუჟეტი უფრო ახლოს ყოფილიყო  რეალობასთან.

განსაკუთრებით მკაფიო მითითებები რინგო სტარს სცენარის იმ ეპიზოდებზე ჰქონდა, რომლებიც მის პირად ცხოვრებას და პირველ ცოლთან, მოურინ სტარკთან ურთიერთობას ასახავდა. „ფილმზე ძალიან კარგმა სცენარისტებმა იმუშავეს, ტექსტი მართლაც კარგად იყო აწყობილი, თუმცა მას არაფერი ჰქონდა საერთო ჩემი და მოურინის უერთიერთობასთან, ეს ყველაფერი ასე არ იყო.” – განმარტა მუსიკოსმა. 

რინგო სტარმა და მოურინ სტარკმა 1965 წელს იქორწინეს. მათ სამი შვილი შეეძინათ, მათ შორის ყოფილი Oasis-ისა და The Who-ს დრამერი ზაკ სტარკი. წყვილი 1975 წელს დაშორდა, ხოლო 1981 წელს მუსიკოსმა მსახიობსა და მოდელ ბარბარა ბახზე იქორწინა.

მსახიობთა ჩამონათვალის მიხედვით, რინგო სტარის როლს ბარი კეოგანი შეასრულებს,  ჯონ ლენონის პერსონაჟს ჰარის დიკინსონი, პოლ მაკარტნის – პოლ მესკალი, ხოლო ჯორჯ ჰარისონს ჯოზეფ ქუინი  განასახიერებს. 

ოთხივე ფილმის სცენარზე  ტონის ჯილდოს მფლობელი  ჯეზ ბატერვორტი, ოსკარის მფლობელი პიტერ სტრაუნი  და BAFTA-სა და ტონის მფლობელი ჯეკ თორნი მუშაობენ.

The Beatles-ის ოთხ ნაწილიანი ფილმის პრემიერა 2028 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. პროდიუსერთა განცხადებით, თითოეული მათგანი ჯგუფის ოთხი წევრის ისტორიას ჰყვება, თუმცა მათ გადაკვეთის წერტილები აერთიანებს და საბოლოოდ, ისტორიაში უდიდესი ბენდის საოცარ ამბავს მოგვითხრობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Diddy-ს პროცესის ნაფიცი მსაჯული უარყოფს, რომ გადაწყვეტილებაზე კომბსის ვარსკვლავურმა სტატუსმა იმოქმედა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Westside Cowboy დიდი ბრიტანეთი

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობერტ დე ნირო 2025 წლის 17 მარტი, ნიუ იორკი. ფოტო: სინდი ორდი /Getty Images for SiriusXM

რობერტ დე ნირომ დაადასტურა, რომ არიანა გრანდე ოფიციალურად შეუერთდება Meet the Parents 4-ის გუნდს

ლეგენდარულმა მსახიობმა იხუმრა კიდეც, რომ სერიალის მეოთხე ნაწილში ის ოსკარზე ნომინირებულ Wicked-ის ვარსკვლავთან ერთად იმღერებს.
მეტი