BLACKPINK-ის ჯისუს სოლო სიმღერის კლიპიდან პირველი კადრები გავრცელდა

სიმღერა შესულია ჯისუს სადებიუტო სოლო ალბომში, სახელწოდებით – ME.

კორეული ჯგუფის BLACKPINK-ის წევრი ჯისუ მალე ახალ სოლო სინგლს –  Flowers-ს გამოუშვებს. ახლახან, მომღერალმა მსმენელს სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოს თიზერი გაუზიარა. 

გავრცელებულ კადრებში მომღერალი სხვადასხვა კოსტიუმში პოზირებს. ოფიციალური ვიდეოს სრული ვერსია 31 მარტს გამოდის. სიმღერა შესულია ჯისუს სადებიუტო სოლო ალბომში, სახელწოდებით – ME. 

მიუხედავად ჯისუს სხადასხვა იმიჯის ამსახველი კადრებისა, თიზერში სიმღერა ფრაგმენტულად ჟღერდება. ვიდეოს ბოლოს ვარსკვლავი  ერთ სტრიქონს მშობლიურ კორეულ ენაზე მღერის, ამის შემდეგ კი ვიდეო წყდება. 

ჯისუ ჯგუფ  BLACKPINK-ის მეოთხე წევრია, ვინც საერთო პროექტის პარალელურად სოლო მუსიკალური კარიერა დაიწყო. 2018 წელს სოლო ტრეკი სახელწოდებით SOLO ჯენიმ გამოსცა, 2021 წელს კი როზეს ალბომი R გამოვიდა, რომელმაც რეიტინგების რეკორდები მოხსნა. ასევე 2021 წელს გამოვიდა BLACKPINK-ის კიდევ ერთი წევრის, ლისას ალბომი სახელწოდებით LALISA . 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს BLACKPINK მუსიკალური ფესტივალის, Coachella-ს ერთ-ერთი ჰედლაინერია. 

ნახეთ ჯისუს ახალი მუსიკალური ვიდეოს თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ედ შირანმა გაამხილა, რომ Shape of You-ზე მუშაობისას, რეპერმა Jay-Z-მ თანამშრომლობაზე უარი უთხრა

შემდეგი სტატია

„კოლექტივი“ – ნოსტალგიური ასოციაციით შექმნილი ქართული მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი