Სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანკფურტში როჯერ უოტერსის გაუქმებული კონცერტი მაინც ჩატარდება

28 მაისს დაგეგმილი კონცერტი ქალაქის თვითმმართველობამ მას შემდეგ გააუქმა, რაც პინკ ფლოიდის სოლისტი ანტისემიტურ ქმედებებში დაადანაშაულა.
როჯერ უოტერსი
MARIANO REGIDOR/REDFERNS


28 მაისს ფრანკფურტში როჯერ უოტერსის კონცერტი მაინც გაიმართება. დაგეგმილი შოუ ქალაქის თვითმმართველობამ გააუქმა და პინკ ფლოიდის სოლისტს „მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტისემიტი” უწოდა.

ფრანკფურტის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არც ქალაქს და არც ჰესენის მიწას არ აქვს კონცერტის გაუქმების უფლება. მოსამართლემ აღნიშნა, რომ როგორც ქალაქი, ასევე ჰესენის მიწა ვალდებულია, რომ უოტერსს კონცერტის ჩატარების საშუალება მისცეს, როგორც ეს კონტრაქტით იყო განსაზღვრული, ისრაელის წინააღმდეგ უოტერსის საჯარო განცხადებებზე მათი წუხილის მიუხედავად.

Deutsche Welle წერს: „სასამართლომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უოტერსი ცხადად იყენებს სიმბოლოს, რომელიც დაკავშირებულია ნაციონალ-სოციალიზმთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ემხრობა ნაცისტების საქმიანობას, ან ეთანხმება მათ რასისტულ იდეოლოგიას. ასევე არ ყოფილა არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ის აპირებს, კონცერტზე რაიმე ტიპის ნაცისტური პროპაგანდა გამოიყენოს.” გერმანიის კანონის თანახმად, ქვეყანაში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება ნებადართული არ არის. 

უოტერსის პრესსპიკერს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

„კონცერტის გაუქმების მიზეზი უოტერსის განუწყვეტელი ანტისემიტური ქმედებებია. იგი მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ ანტისემიტად” – განაცხადა თვითმმართველობამ კონცერტის გაუქმებისას. „ის განუწყვეტლად ითხოვდა ისრაელის კულტურულ ბოიკოტს და ზეწოლას ახორციელებდა ხელოვანებზე, რომ გააუქმონ ღონისძიებები ისრაელში.” თავად უოტერსი ანტისემიტიზმის ბრალდებას უარყოფს. 

Სექტემბერში უოტერსმა კონცერტები კრაკოვშიც გააუქმა იმ საყოველთაო განრისხების გამო, რაც მის პოზიციას მოჰყვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ, რაშიც მუსიკოსი უკრაინასა და ნატოს ადანაშაულებდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Creams-ის ახალი სიმღერა და ვიდეო-კლიპი  Almighty

შემდეგი სტატია

ცნობილია 2024 წლის ოსკარის დაჯილდოების ფარგლებში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების თარიღები

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

ტიკტოკზე გამოქვეყნებულ კლიპებში საიმიგრაციო სამსახურის დაკავებების ფონზე ბენიტოს La Mudanza და დრეიკის Hoe Phase ჟღერს.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი