Bad Bunny და კენდალ ჯენერი Met Gala-ს შემდგომ წვეულებას ერთად დაესწრნენ

კენდალ ჯენერის და Bad Bunny-ის ურთიერთობის შესახებ ჭორები ინტერნეტყში რამდენიმე თვეა ვრცელდება.
ფოტო: Gotham


Met Gala-ს დასრულების შემდეგ, კენდალ ჯენერი და Bad Bunny ერთად დააფიქსირეს. მოდელი და პუერტო-რიკოელი რეპერი Met Gala-ს სტუმრების სიაში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ხალიჩაზე ცალ-ცალკე გამოჩნდნენ, Met Gala-ს შემდგომ წვეულებას ერთად ესწრებოდნენ. პაპარაცებმა აღბეჭდეს, თუ როგორ ტოვებენ კენდალი და Bad Bunny დახურულ წვეულებას. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კენდალ ჯენერი და Bad Bunny ერთმანეთის გვერდით შენიშნეს. 2023 წელს ისინი საჯარო სივრცეებში ერთად რამდენჯერმე გამოჩნდნენ. სოციალურ ქსელებსა და მედიაში სწორედ აქედან გაჩნდა მოსაზრება, რომ ჯენერი და Bad Bunny  ერთმანეთს ხვდებოდნენ. რამდენიმე კვირის წინ კი, ვარსკვლავები ფესტივალ Coachella-ზეც ერთად დააფიქსირეს.

გარდა ამისა, პაპარაცების გადაღებულ ფოტოებში მოხვდა მომენტი, როცა კენდალი, Bad Bunny, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ერთად ვახშმობდნენ. 

ნახეთ Met Gala-ს შემდგომ წვეულებაზე ერთად მიმავალი Bad Bunny და კენდალ ჯენერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი”

შემდეგი სტატია

Four Tet, Fred again…და ბრაიან ინო ერთობლივ ალბომს გამოსცემენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი