მეფე ჩარლზ მესამის კორონაციისადმი მიძღვნილი ალბომი ენდრიუ ლოიდ უებერს, ანდრეა ბოჩელის და სხვა ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებს

ალბომი დღეს, 6 მაისს ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. 15 მაისს კი ფიზიკური დისკის სახით გამოიცემა.
მეფე ჩარლზ III
Dan Kitwood/Getty Images

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ბოლო 70 წელში პირველად აღნიშნავს კორონაციის ცერემონიას. 6 მაისს მეფე ჩარლზ მესამის მე-40 მონარქი გახდება. მეფედ კურთხევის ოფიციალური ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. 

ცერემონიის მუსიკალური პროგრამა სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ალბომის სახით გამოიცემა.The Official Album of the Coronation აერთიანებს მასალას, რომლის ხანგრძლივობა ოთხ საათზე მეტია. The Official Album of the Coronation  მუსიკალურ ნომრებთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვით გამოსვლის ჩანაწერებსაც გააერთიანებს. ალბომში შევა ენდრიუ ლოიდ უებერის მიერ დაწერილიო კორონაციის ჰიმნი სახელწოდებით Make a Joyful Noise, ასევე ანდრეა ბოჩელის, ხოსე კარერასის, ლორენ მააზელის და სხვა ხელოვანების საშემსრულებლო ნომრები. 

„ეს ნამდვილად ისტორიული ჩანაწერია, რომელიც აერთიანებს მუსიკის დიდებულ არეალს, ეხმიანება მსოფლიო ტრადიციებს“ – წერია ალბომის პროდიუსერი ანა ბერის ოფიციალურ განცხადებაში

The Official Album of the Coronation 6 მაისს ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი, 15 მაისს კი ფიზიკური დისკის სახით გამოიცემა.  

კორონაციის ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრებთან და გარემოცვასთან ერთად, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი დაესწრებიან. ცერემონიაზე ასევე მიწვეული არიან ოფიციალური წარმომადგენლები 203 ქვეყნიდან, მათ შორის 100-მდე ქვეყნის მეთაური. გარდა ოფიციალური პოლიტიკური წარმომადგენლობისა, კორონაციის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმართა სიაში არის 400-მდე ახალგაზრდა, რომლებიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს წარმოადგენენ.

კორონაციის ოფიციალური ნაწილის  შემდეგ, 7 მაისს, უინძორის სასახლეში სპეციალური კონცერტი გაიმართება, რომელშიღა კეტი პერი და ლიონელ რიჩი მიიღებენ მონაწილეობას. სცენაზე ასევე წარდგებიან ანდრეა ბოჩელი, ნიკოლ შეზინგერი, ტიუა სავაჯი, პალომა ფეითი, ფრეია რაიდინგსი და სერ ბრინ ტერფელი. 

მეფე ჩარლზის კორონაციის ცერემონიასთან დაკავშირებით მეტ დეტალებს გაეცანით ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

KOLGA TBILISI PHOTO 2023 გაიხსნა

შემდეგი სტატია

QUEMMEKH-ის მუსიკალური პერფორმანსი Holoseum-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი