The Weeknd მადონას და Playboi Carti-ის შესრულებით The Idol-ის ახალ საუნდტრეკს აანონსებს

სერიალის მუსიკალური გაფორმებისათვის შექმნილი სინგლები სპეციალურ ალბომში, სახელწოდებით The Idol, Vol. 1 ერთიანდება და მისი წინასწარი შეკვეთა მსმენელებს 2 ივნისიდან შეეძლებათ.
ფოტო: ედი ჩენი/HBO


The Idol-ის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა The Weeknd-მა შოუს საუნდტრეკი დააანონსა. Popular –  ასე ჰქვია ტრეკს, რომელსაც The Weeknd-თან ერთად მადონა და Playboi Carti ასრულებენ. ეს კომპოზიცია არტისტებისათვის 2023 წელს პირველი მუსიკალური ნამუშევარია. 

აპრილში The Idol-ის პირველი საუნდტრეკის შესახებ გახდა ცნობილო. შოუში სიმღერა Double Fantasy გაჟღერდება, რომელსაც The Weeknd და Future ასრულებენ. სერიალის მუსიკალური გაფორმებისათვის შექმნილი სინგლები სპეციალურ ალბომში, სახელწოდებით The Idol, Vol. 1 ერთიანდება და მისი წინასწარი შეკვეთა მსმენელებს 2 ივნისიდან შეუძლიათ. 

The Idol-ის იდეა თავად  The Weeknd-ს ეკუთვნის, სერიალის რეჟისორი კი სემ ლევინსონია. The Idol-ში თანამედროვე პოპ კულტურის, მუსიკის ინდუსტრიის  და ცნობილი ადამიანების სამყაროს დაფარული მხარეებია ნაჩვენები. დაანონსებისთანავე სერიალს აქტიურად განიხილავენ.  The Idol-ის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ჩვენებას ხუთწუთიანი ოვაციები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ თანაავტორის  და პროდიუსერის სტატუსთან ერთად,  The Weeknd სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც არის. მუსიკოსი კულტის ლიდერის როლს ასრულებს. 

სერიალში ასევე მონაწილეობენ ლილი-როუზ დეპი,  ტროი სივანი,  BLACKPINK-ის წევრი ჯენი და სხვა ცნობილი სახეები.  სემ ლევინსონთან და The Weeknd-თან ერთად, შოუს შემქმნელი რეზა ფაჰიმიც არის.

ნახეთ The Weeknd-ის პოსტი, რომლითაც არტისტმა სერიალის ახალი საუნდტრეკი დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თუფაქ შაკური ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარ ვარსკვლავს მიიღებს 

შემდეგი სტატია

დოლი პარტონმა გინესის სამი ახალი რეკორდი დაამყარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი