მარიონ კოტიარი სოფი ტერნერის და ჯო ჯონასის განქორწინებას გამოეხმაურა

წყვილის განქორწინების შესახებ სიახლეზე საკუთარი დამოკიდებულება მსახიობმა ინსტაგრამზე დაწერილ კომენტარში გამოხატა.

მას შემდეგ, რაც ჯო ჯონასმა სოფი ტერნერთან განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა, ინტერნეტში ამ თემის განხილვა არ წყდება. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულმა ამბავმა ოსკაროსანი ფრანგი მსახიობის, მარიონ კოტიარის ყურადღებაც დაიმსახურა. მსახიობი ჯონასის და ტერნერის განქორწინების შესახებ სიახლეს სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კომენტარით გამოეხმაურა. ეს კომენტარი მალე ინტერნეტში  ვირუსულად გავრცელდა.

„NOOOOOOOOOOOOOO!!! NO! NO! NO! NOOOOOOOOOOOO!!!!!“ –  კოტიარმა სწორედ ასეთი კომენტარი დატოვა პოსტზე, რომელიც Entertainment Tonight-მა წყვილის დაშორების შესახებ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. მალევე ფრანგი ვარსკვლავის კომენტარს უამრავი ფანი გამოეხმაურა. ისინი მსახიობს უწერდნენ, რომ თავადაც იმავეს გრძნობდნენ. არაერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა ეს კომენტარი ტვიტერზეც გააზიარა. „ვერაფერზე ვფიქრობ გარდა იმისა, თუ როგორ კრეფდა მარიონ კოტიარი [კომენტარს] “- აღნიშნა MTV-ის წამყვანმა ჯოშ ჰოროვიცმა.

განქორწინების შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ „წყვილს შორის ქორწინება დასრულდა და ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით, მხარეებმა მშობლის პასუხისმგებლობა შეთანხმებულად უნდა გაინაწილონ“.

მას შემდეგ, რაც განქორწინების შესახებ განაცხადი შეავსეს, ტერნერმა და ჯონასმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. მათი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო. ჯო ჯონასმა და სოფი ტერნერმა მედიასაც მიმართეს და აღნიშნეს, რომ პრესა არაერთ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. „ვიმედოვნებთ, რომ ადამიანები ჩვენი და ჩვენი შვილების პირად სივრცეს პატივს სცემენ“- აღნიშნა წყვილმა განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Blink-182 საიდუმლოებით მოცულ ახალ მუსიკას აანონსებს

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის დასკვნითი დღე და საზეიმო დახურვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი