მსახიობ ბილი პაიპერის თქმით, ემი უაინჰაუსს სკოლაში აბულინგებდნენ

უაინჰაუსი და პაიპერი ლონდონში, სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში ერთად სწავლობდნენ.
ფოტო: დენიელ ბოჩარსკი/Redferns

ინგლისელი მსახიობო და წარსულში მომღერალი ბილი პაიპერი თავისი ბავშვობის მეგობარ ემი უაინჰაუსს და სკოლაში გატარებულ წლებს იხსენებს. მსახიობი პოდკასტში სახელწოდებით Table Manners სტუმრად იყო მიწვეული, სადაც თქვა, რომ ლონდონში, სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში სწავლისას, უაინჰაუსი ბულინგის მსხვერპლი იყო. 

მსახიობის თქმით, ემი უაინჰაუსი ინდივიდუალური სტილითა და პიროვნებით გამოირჩეოდა. “მას ყველაფერი შეეძლო, ძალიან ჭკვიანი იყო. სკოლაში არც ერთ სხვა გოგოს არ ჰგავდა”- თქვა ბილი პაიპერმა. 

პაიპერმა ასევე გაიხსენა, რომ უაინჰაუსისთვის სასწავლებელში ყოფნის პერიოდი მარტივი არ იყო და თავისი ინტერესების და ცხოვრების სტილის გამო ხშირად განიცდიდა ბულინგს. 

გრემის მფლობელი მომღერალი ემი უაინჰაუსი 2011 წელს  27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. მალე მაყურებელი მის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს იხილავს, რომლის სახელწოდებაა Back to Black. ის მუსიკოსის შემოქმედებით და პირად ცხოვრებას ქრონოლოგიურად აღწერს. Back to Black ტეილორ ჯონსონის სარეჟისორო ნამუშევარია და მასში მთავარ როლს 26 წლის მსახიობი, მარისა აბელა ასრულებს. 2024 წლის თებერვალში ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც ფილმის სხვადასხვა გმირიც გამოჩნდა. საკვანძო პერსონაჟებს  შორის არიან უაინჰაუსის ქმარი და მამა. 

ფილმი Back to Black კინოწარმოებისა და დისტრიბუციის კომპანია StudioCanal-ის პროდუქტია. პროექტს მხარს ემი უაინჰაუსის  მემკვიდრეები უჭერენ. სცენარის ავტორი მეთ გრინჰელია. Back to Black მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 17 მაისს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან” 

შემდეგი სტატია

დავით პაპავა

მარადიული სიყვარულის ამბავი და სცენაზე გაცოცხლებული იაპონია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი