Ბიონსე არ არის ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც Billboard-ის ჩარტების რეკორდებს ხსნის. ამჯერად რეკორდი მისმა ქალიშვილმა, რუმი კარტერმა დაამყარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში შევიდა. 6 წლისა და 9 თვის რუმი ბიონსეს სიმღერაში Protector მიწვეულ სტუმრად გამოჩნდა.
Სიმღერა, ბიონსეს ახალი ალბომიდან Cowboy Carter, ჩარტის 42-ე ადგილზეა 11.3 მილიონი სტრიმით აშშ-ში.
თავად ალბომი Billboard 200-ის პირველ ადგილს იკავებს. ასევე ლიდერობს ქანთრი ალბომების ჩარტში, რითაც ბიონსე ხდება პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ქანთრი ალბომების ჩარტის სათავეშია.
რუმიმ კი თავისი რეკორდით მოხსნა დის, ბლუ აივი კარტერის რეკორდი. მანამდე სწორედ ბლუ აივი იყო Hot 100-ში შესული ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტი, როცა 7 წლის ასაკში ბიონსეს Brown Skin Girl-ში მიიღო მონაწილეობა.
მართალია, რუმი Hot 100-ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი არტისტი გახდა, თუმცა ის მაინც არ არის ჩარტის ყველაზე ახალგაზრდა არტისტი. ეს რეკორდი Jordy-ს ეკუთვნის, რომელიც ჩარტში 1993 წელს, 5 წლის ასაკში შევიდა სიმღერით Dur Dur D’être Bébé!
ამასობაში კი რუმი და ბლუ აივი კარტერები შეუერთდნენ Hot 100-ში შესული დედმამიშვილების დიდ სიას. ესენი არიან: მაილი, ნოა და ტრეის საირუსები (ასევე მათი მამა ბილი რეი საირუსი), ბარი და რობინ გიბები (Bee Gees), ჯენეt, ჯერმენ, ლატოია, მაიკლ და რები ჯექსონები, ჯეიდენ და უილოუ სმითები (მამა უილ სმითი) და კარნი და უენდი უილსონები.