MokuMoku-ს და Aine Merme-ს ერთობლივი სინგლი Pressure

„სულ ვამბობ, რომ არსებობს სისხლით ნათესაობა და არსებობს მუსიკით ნათესაობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია…“

ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-სა და ქართველი არტისტის, Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილის) ახალი ერთობლივი სინგლი სახელწოდებით Pressure 22 აპრილს გამოქვეყნდა. სინგლს საინტერესო ვიზუალური მხარე აქვს, რომელიც მნიშვნელოვანი ტექსტური მესიჯებით სინთეზურად ერწყმის მუსიკას და რომელიც მსმენელს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

 ჯეი ჯაფარიძე – MokuMoku-ს წევრი

„ნატუკა ჩვენი დიდი ხნის მეგობარია და სულ გვინდოდა მასთან დუეტი გაგვეკეთებინა.  ვიზუალს რაც შეეხება, მე ნატუკამ და ცოტნემ ერთად გავაკეთეთ. სიმღერაც ოთხივემ ერთად დავწერეთ. ჩვენ დავიწყეთ და მერე მთელი ბენდი შემოგვიერთდა – სანდროც, ბაჩოც, ყველა ერთად ვმუშაობდით ამ ტრეკზე. ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო ის, რომ იმ დროს, როცა გადავწყვიტეთ ნატუკასთან დუეტი გაგვეკეთებინა და მიგვეწერა, ცოტნემ დაურეკა მას. თავიდან გვეგონა, რომ ეს პროცესი გაიწელებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ნატუკას თავისი პროექტი აქვს და ალბომის გამოცემაზე მუშაობს, მაგრამ ნატუკა დარეკვიდან ზუსტად 15 წუთში მოვიდა ჩვენთან ბენდის რეპეტიციიდან, ჩაწერიდან და რაღაცნაირად ეს იყო ე.წ. ის  Catch the Moment.“

Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილი)

„ძალიან დიდი ხანია გვაქვს იდეა, რომ ერთად გავაკეთოთ კოლაბორაცია. ადრე გვქონდა რაღაც მონახაზი, თუმცა არ გამოვიდა და წელს უცებ მომწერეს ბიჭებმა, რაღაც ტრეკი გვაქვს, რაზეც ვმუშაობთ სტუდიაში და იქნებ ნახოო. მივედი, დავსხედით და მონახაზი იყო თუმცა დიდხანს „ვჯემავდით“ და ადგილზე შეიქმნა ეს ტრეკი. მერე დეტალურად დავამუშავეთ ყველა ასპექტი. თვითონ პროცესი ძალიან ცოცხალი, შემოქმედებითი და ემოციური იყო, რაც იშვიათად ხდება ხოლმე, როცა კოლაბორაციული ნაწარმოებები ასე იწერება და შედეგიც კარგად ჩანს.

თან MokuMoku-ს წევრებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ცოტნესთან ერთად ბევრჯერ დამიკრავს, ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ეს ნამდვილი და გულწრფელი სიყვარული მუსიკის და ეს პროცესი ყველას ერთნაირად გვაქვს და, რაც მთავარია, ძალიან დიდი პატივისცემაა მუსიკალური ერთმანეთის მიმართ და ძალიან მრავალმხრივია ჩვენი გემოვნება და მიდგომები მუსიკისადმი. თუმცა, თვითონ ეს პროცესი მათთან მუსიკალური ურთიერთობისა არის საოცრება ჩემთვის, იმიტომ, რომ წყალივით მიდის, აღმაფრთოვანებელი და ემოციურია და ეს მიყვარს MokuMoku-სი, რომ ყოველთვის პირველ რიგში ჯერ ეს ჩანს და მერე ყველაფერი დანარჩენი. თითქოს ამ მომენტებში ჩვენი მუსიკალური ბექგრაუნდიც ერთიანდება და ზემოდან რაღაც ახალი იქმნება და შენდება.

სულ ვამბობ, რომ არსებობს სისხლით ნათესაობა და არსებობს მუსიკით ნათესაობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და, ეს თუ არ შედგა და თუ ეს არ გაქვს კონკრეტულ მუსიკოსებთან, იმათთან კოლაბორაცია შეიძლება არ გამოვიდეს ისეთი. ამიტომ მე ყოველთვის გულდასმით ვარჩევ, თუ ვისთან შეიძლება თანამშრომლობა, რადგან აბსოლუტური ნდობა უნდა იყოს აბსოლუტურად ერთ ტალღაზე უნდა ვიყოთ. ამ შემთხვევაში კი ბევრნი ვართ, მაგრამ ეს სინთეზი ძალიან ორგანულია, უფრო დაღვინებულები ვართ და გრძელი გზის მერე ეს რომ გავაკეთეთ ძალიან სასიამოვნო იყო და იმედია მოსმენისას ყველა იგრძნობს ამას.“

ნახეთ MokuMoku – Pressure (Feat. Aine Merme)

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Club Iveria ლეგენდარულ ბენდ INCOGNITO-ს კონცერტს წარმოგიდგენთ

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტად წარადგინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი