Მუსიკალური საღამოების სერია Zenaari ნორვეგიელ მუსიკოსს Stain Westerhus-ისა და  Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილი) კონცერტს წარმოგიდგენთ

9 მაისს ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკალური საღამოების სერია Zenaari კლუბ Bassian-ში ნორვეგიული ავანგარდული ჯაზის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას, მკვლევარსა და კომპოზიტორს, Stian Westerhus-ს და Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილის) ცოცხალ შესრულებას წარმოგიდგენთ.

Stian Westerhus-მა კლასიკურ მუსიკაში აკადემიური განათლების მიღების შემდეგ  საკუთარი უნიკალური ჟღერადობის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რაც გიტარისა და სხვადასხვა ეფექტის საშუალებით მუსიკალური ნარატივის თავისუფალ, იმპროვიზაციულ დინებაში აისახა. Მუსიკოსის შემოქმედება მუდმივად ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და არაამქვეყნიური მისტიკით არის გაჯერებული. Მისი გიტარა სრულიად ამოუწურავი შესაძლებლობების ინსტრუმენტად იქცევა და მუსიკას ამოუცნობი ხმებით, ტექსტურებით, მოტივებითა და ენერგიით ამდიდრებს.  

Stian Westerhus-ის ექსტრაორდინარულმა შესრულების მანერამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ექსპერიმენტული ჯაზ-ბენდების Jaga Jazzist-ისა და Puma-ს შემოქმედებაზე. ამავდროულად, არტისტი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: ნილს პეტერ მოლვეერი, არვე ჰენრიკსენი და სიდსელ ენდრესენი, მსმენელი მას ასევე იცნობს კოლაბორაციული პროექტებით სხვადასხვა სიმფონიურ და ჯაზ ორკესტრთან. მის სტუდიურ ჩანაწერებს, რომლებიც ლეიბლებზე, Rune Grammofon და House of Mythology გამოიცემოდა, ფართო აღიარება მოჰყვა საერთაშორისო სცენაზე. აღსანიშნავია, რომ Stian Westerhus ნორვეგიული Grammy-ის მფლობელია.

Zennaari-ის სცენაზე ამავე საღამოს ქართველი მუსიკოსი, ვოკალისტი, კომპოზიტორი და მწერალი Aine Merme, იგივე ნატუკა ნაცვლიშვილი, წარდგება.

მისი შემოქმედება კომპოზიციის შექმნის, შესრულებისა და რეპრეზენტაციის არასტანდარტული სტილით ხასიათდება. Aine Merme, (ნატუკა ნაცვლიშვილი) ინსტრუმენტების შესაძლებლობების გაფართოებითა და მათთვის არაკანონიკური ფუნქციის მინიჭებით პრინციპულად უკრავს და წერს მუსიკას ხაზგასმით გიტარისთვის.

Მუსიკალურ საღამოზე დასასწრები Ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

Photography ~ Styling ~ Art Direction – Jaba Kurtishvili

ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა – Can’t Wait

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი