მიკ ჯაგერი NASA-ს სათაო ოფისს ესტუმრა

NASA-ში ვიზიტი წინ უძღოდა The Rolling Stones-ის საკონცერტო ტურნეს.
ფოტო: მიკ ჯაგერი/IG

მიკ ჯაგერი ამერიკის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოს სტუმრობდა. The Rolling Stones-ის ვოკალისტმა NASA-ს სათაო ოფისი საკონცერტო ტურნეს წინ მოინახულა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები მიკ ჯაგერმა სოციალურ ქსელში ატვირთა და NASA-ს გუნდს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
გამოქვეყნებულ ფოტოებში 80 წლის ჯაგერი მისიის მართვის ცენტრშია გადაღებული. კადრებში ასევე აღბეჭდილია, თუ როგორ გაეცნო მუსიკოსი მთვარის კვლევის მისიის სიმულაციას ვირტუალური რეალობის თავსაბურავით. მუსიკოსმა სამახსოვრო ფოტოები NASA-ს ასტრონავტებთან ერთადაც გადაიღო.


28 აპრილს The Rolling Stones-მა 26-ე სტუდიური ალბომის, Hackney Diamonds-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურნე დაიწყო. მიკ ჯაგერი, კით რიჩარდსი და რონი ვუდი მუსიკალურ შოუს 16 ქალაქში გამართავენ. Hackney Diamonds 2023 წელს გამოვიდა და ის ბენდის ახალ სიმღერებს აერთიანებს. Hackney Diamonds-ის გამოცემამდე ახალი კომპოზიციებისგან შემდგარი სტუდიური ჩანაწერი ბენდმა 2005 წელს გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში კონცერტების სერია გაიმართება

შემდეგი სტატია

რიანას თქმით, მისი ახალი მუსიკალური ნამუშევარი „გასაოცარი” უნდა იყოს და პიროვნულ ზრდას გამოხატავდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი