საქართველოს Billboard Georgia-ს სპეციალური ვიზიტით ცნობილი მედია კორპორაციის, Penske Media Corporation-ის წარმომადგენელი, დებაშიშ გოში ეწვია. დებაშიშ გოში PMC-ის საერთაშორისო ბაზრის მმართველი დირექტორია. Penske Media Corporation აერთიანებს ისეთ ცნობილ და გავლენიან მედია ბრენდებს, როგორებიც არის: Billboard, Rolling Stone, Variety, WWD, ARTnews, Deadline, Hollywood Reporter და სხვა მსოფლიოში აღიარებული პლატფორმები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ Silknet-ის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ Billboard Georgia სწორედ კომპანია Silknet-ის ციფრული ეკოსისტემის ნაწილია.
დებაშიშ გოშის სამუშაო ვიზიტი საქართველოში და Billboard-ის ოფიციალური მაუწყებლის, Billboard Georgia-ს გუნდთან შეხვედრის მიზანი განვლილი პერიოდის შეჯამებას და ახალი სამოქმედო გეგმის განხილვას ისახავდა მიზნად. დებაშიშ გოშმა სამუშაო შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს გაუსვა ხაზი, როგორიც არის Billboard Georgia-ს ახალ საერთაშორისო პროექტებში ჩართვა, სხვადასხვა ქვეყანაში Billboard-ის მაუწყებლებთან საქმიანი კავშირების გაღრმავება და მსოფლიო მასშტაბით ქართული მუსიკალური სცენის პოპულარიზაცია.
Billboard Georgia-ს გუნდი საერთაშორისო პლატფორმასთან კოორდინაციით გეგმავს, მალე მკითხველს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე წარუდგინოს. ახალი პროექტები და სტრატეგია მიზნად ისახავს ერთი მხრივ საქართველოში მუსიკალური ჟურნალისტიკის გაძლიერებას და მეორე მხრივ ქართველი არტისტებისათვის საერთაშორისო ცნობადობისათვის საჭირო წინაპირობების შექმნას.
შეხვედრაზე Billboard Georgia-ს გუნდმა დებაშიშ გოშს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის გამოწვევების გააცნო. ასევე განიხილა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც Billboard-ის ქართულ მედია ბაზარზე შემოსვლიდან დღემდე გადაიდგა.
დაგეგმილი პროექტების შესახებ სიახლეებს Billboard Georgia თავის აუდიტორიას და მუსიკალური სცენის წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში ეტაპობრივად გაუზიარებს.