TAMADA-ს ახალი ალბომი 9 Deadly Sins For Tamada

დღეიდან ალბომი ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი
TAMADA-9 Deadly Sins For Tamada
TAMADA-9 Deadly Sins For Tamada

TAMADA-მ ახალი მუსიკალური ალბომი სახელწოდებით 9 Deadly Sins For Tamada-ს გამოსცა, რომელსაც საინტერესო კონცეფცია ახლავს თან. ალბომში შესრული ცხრა ტრეკიდან თითოეულს კონკრეტული ცოდვა აქვს მინიჭებული. 

აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული ორი ტრეკის, „დაო“ და “ჟინით“, დებიუტი მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ პლატფორმა COLORS-თან თანამშრომლობით რამდენიმე თვის წინ შედგა. ეს პლატფორმა მთელი მსოფლიოდან გამორჩეულ ახალ არტისტებსა და ორიგინალურ ჟღერადობებს ეძებს და მათ წარმოჩენას უწყობს ხელს.

ალბომ 9 Deadly Sins For Tamada-ს მუსიკა და ტექსტი თავად არტისტის, TAMADA-ს (ლაშა ჩხაპელიას) დაწერილია, გიტარა –  ლექსო რატიანი, მიქსინგი და მასტერინგი გიორგი გვარჯალაძეს Lenø Records ეკუთვნის, ალბომის ყდის დიზაინზე კი მინდია არაბულმა იმუშავა.

TAMADA 

„ამ ალბომზე 2 წელზე მეტი ვიმუშავე და მისი გამოცემა გაიწელა. Მიზეზი იყო ომიანობა ორ ქვეყანაში და ა.შ. შესაბამისად სურვილიც არ მქონდა. შემდეგ, როგორც იქნა, თავი მოვუყარეთ, დავმიქსეთ, დავამასტერეთ გვაჯისთან Leno Record-ში. ალბომს სახელად ჰქვია 9 Deadly Sins For Tamada. ეს არის რაღაცნაირი კონცეფცია, სადაც ყველა ტრეკს აქვს თავისი ცოდვა მინიჭებული. 

არ მინდა ბევრი ვისაუბრო თვითონ ყდის კონცეფციაზე, რადგან მინდა წარმოსახვითი თავისუფლება დავუტოვო ხალხს, ვინც მას ნახავს, მაგრამ ეს არის მოცემული ცოდვები ტაროს ფორმით, რომელიც არის გასავლელი.

რაც შეეხება ამ ალბომის წარმატებას, ალბომში შესული ორი ტრეკი უკვე გადაიღეს A COLORS SHOW-ში, რომელიც ამ წუთებშიც და ყოველდღიურად ცნობადობას გვიზრდის გლობალურ სივრცეში. ასევე კინტოს სიმღერა, რომელიც პირველი გამოვიდა და მეგონა, რომ იქიდან ორ-სამ თვეში გამოვუშვებდი ალბომს, გაიწელა და მანამდე გახდა ჰიტი ერთ წელიწადში და აქ უკვე ცოტა სხვანაირი ვერსია მაქვს შეტანილი – გიტარაა დამატებული“.

სოციალურ-სატირული ტექსტები პროექტ TAMADA-ს ავთენტური და გამორჩეული ნაწილია, რომელსაც არტისტი არასდროს ღალატობს, ამ ალბომშიც სწორედ სოციალურ საკითხებზე გაამახვილა მუსიკოსმა ყურადღება. 

„ტრეკები არის სოციალური, ყველაფერი არის იმ ადამიანურ განცდებზე, სოციალურ მდგომარეობებზე. მე პირადად გამოვხატავ ტექსტით იმას რასაც ვგრძნობ ჩემს ტყავზე.“  – TAMADA. 

მოისმინეთ TAMADA-ს ახალი ალბომი –  9 Deadly Sins For Tamada

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გვენ სტეფანი ბლეიკ შელტონთან ქორწინების სამი წლის იუბილეს გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

Bedford Falls-ის მუსიკალური ევროპული ტურნე

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი