მადონამ ფანებს მიანიშნა, რომ მის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა გრძელდება

2023 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიოგრაფიულ სურათზე მუშაობა Universal Pictures-მა დროებით შეაჩერა.
Pete Still/Redferns

მადონამ ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც აჩენს ვარაუდს, რომ მის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა იწყება. ფოტო კოლაჟში ის საბეჭდ მანქანასთან ერთად არის გადაღებული და სცენარის წერის პროცესშია. ფოტოებში ვხედავთ სცენარის სათაურსაც – Who’s That Girl, რომელიც მომღერლის 1987 წლის ფილმისა და სიმღერის სახელწოდებაა. მიუხედავად ამ მინიშნებებისა, მადონას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა იწყება.

2023 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიოგრაფიულ სურათზე მუშაობა Universal Pictures-მა დროებით შეაჩერა, რათა მომღერალი გლობალურ საკონცერტო ტურნეზე, Celebration Tour-ზე ფოკუსირებულიყო. მადონას ბიოგრაფიული ფილმი პირველად 2020 წელს დაანონსდა. თავდაპირველი ინფორმაციით ნამუშევარი მომღერლის ცხოვრებასა და კარიერაზე მოუყვებოდა მაყურებელს. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ მთავარ როლს სერიალ Inventing Anna-ს ვარსკვლავი ჯულია გარნერი შეასრულებდა. იმავე პერიოდში მედია იუწყებოდა, რომ ჯულია გარნერმა როლისათვის მზადება დაიწყო, რაც მადონას ქორეოგრაფებთან და ვოკალის მასწავლებლებთან მომზადებასაც გულისხმობდა. პრესა ასახელებდა სხვა მსახიობებსაც, რომლებმაც როლისათვის კასტინგი გაიარეს. მათ შორის იყვნენ: ფლორენს პიუ, ოდესა იანგი და ალექსა დემი.

„მიზეზი, რატომაც ამას თავად ვაკეთებ, არის ის, რომ უამრავმა ადამიანმა სცადა ჩემს შესახებ ფილმის გადაღება, თუმცა ისინი ყველანი კაცები იყვნენ,” – აღნიშნა მადონამ გასულ წელს ჯიმი ფელონის შოუში სტუმრობისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“

ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში.

ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი