ბიონსემ დონალდ ტრამპს თავისი სიმღერის საარჩევნო კამპანიაში გამოყენების შეწყვეტა მოსთხოვა

Freedom კამალა ჰარისის კამპანიის ოფიციალური სიმღერაა.
ბიონსე
Kevin Mazur/WireImage

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვიდეო, რომელშიც ბიონსეს Freedom იყო გამოყენებული, ტვიტერის ანგარიშიდან წაიშალა.

როგორც „ბილბორდი” ადასტურებს, ბიონსეს ხმის ჩამწერმა ლეიბლმა და მუსიკის გამომცემელმა ტრამპს სიმღერის კამპანიაში გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნა გაუგზავნეს. ინფორმაცია თავდაპირველად Rolling Stone-მა გაავრცელა.

ტრამპის კამპანიის წარმომადგენლის, სტივენ ჩენგის ტვიტერის ანგარიშზე გავრცელებულ ვიდეოში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი თვითმფრინავიდან სწორედ Freedom-ის ფონზე ჩამოდის. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სიმღერა ოფიციალურად გახდა დემოკრატების საპრეზიდენტო წარმომადგენლის, კამალა ჰარისისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის კამპანიის მუსიკალური თემა. კომპოზიციის გამოყენების უფლება დემოკრატებს თავად ბიონსეს ნებართვით აქვთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპს მუსიკოსებთან პრობლემები შეექმნა, საკუთარ კამპანიაში მათი სიმღერების უნებართვოდ გამოყენების გამო. 11 აგვისტოს ისააკ ჰეიესის მემკვიდრეობის ადვოკატმა 2022-2024 წლებში Hold On, I’m Coming-ის უნებართვოდ გამოყენებისთვის ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ყოფილ პრეზიდენტს საავტორო უფლებების დარღვევისთვის ასევე დაუპირისპირდნენ The Rolling Stones, რიანა, ადელი და სტივენ ტაილერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დენიელ პლაცმანი - Imagine Dragons-ის დრამერი, Lollapalooza-ს ფესტივალზე, 2018 წლის 24 მარტი სან-პაულუ, ბრაზილია. ფოტო: მაურისიო სანტანა

Imagine Dragons-ის დრამერი დენიელ პლაცმანი ბენდს ტოვებს

შემდეგი სტატია

Lady Gaga, 2023 წლის 12 დეკემბერი, ლოს ანჯელესი. ფოტო: გილბერტ ფლორესი

ლედი გაგა ბრუნო მარსთან კოლაბორაციით შექმნილ ახალ სიმღერას TikTok-ზე მღერის

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი