თბილისში ბასტა რაიმსის კონცერტი გაიმართება

ჰიპ-ჰოპ მუსიკის ვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე Mono Hall-ის ორგანიზებით გამართულ შოუზე წარდგება.
ბასტა რაიმსი. ფოტო: Josh Brasted/Getty Images

13 დეკემბერს მულტიფუნქციურ სივრცეში Factory Tbilisi-ში, Mono Hall-ის ორგანიზებით ცნობილი ამერიკელი რეპერის, ბასტა რაიმსის კონცერტი გაიმართება.

ბასტა რაიმსი, ნამდვილი სახელით ტრევორ ჯორჯ სმიტი უმცროსი, მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე პოპულარული გახდა სწრაფი რითმით, იუმორით გაჯერებული ტექსტებითა და ენერგიული შესრულებით. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ის ჰიპ-ჰოპის სცენაზე ერთ-ერთი დომინანტი არტისტია. მისი დისკოგრაფია არაერთ ჰიტს აერთიანებს, მათ შორისაა Woo-Hah!! Got You All in Check და Put Your Hands Where My Eyes Could See.

ბასტა რაიმსმა რეპის ინდუსტრიაში სინგლებითა და ალბომებით მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. მისი ნამუშევრები ხშირად ხვდებოდა მუსიკალური ჩარტების მოწინავე პოზიციებზე რამაც არტისტს დიდი პოპულარობა მოუტანა. 2006 წელს კი რეპერის რიგით მე-7 სტუდიური ალბომი – The Big Bang ჩარტების გამოკვეთილი ლიდერი გახდა. 

სხვადასხვა დროს ბასტა რაიმსთან ერთად მუშაობდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: ჯენეტ ჯექსონი, მერაია ქერი, ქანიე უესტი და სხვები. რაიმსის პარტიები ასევე გვხვდება სხვადასხვა მუსიკოსის ნამუშევრებში, მათ შორის არიან ლილ უეინი, კრის ბრაუნი, Tiësto, Diplo, Twista, Fat Joe და სხვები. მუსიკოსი 12-ჯერ არის ნომინირებული გრემის დაჯილდოებაზე.

ბოლო წლებში ბასტა რაიმსი ძირითადად პროდიუსერის ამპლუაში მოღვაწეობს. 

კონცერტის შესახებ დეტალებს გაეცანით აქ.  

ბილეთების საყიდლად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სოხუმის თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი ხდება

შემდეგი სტატია

Dolly Parton Miller Mobley/NBC via Getty Images

დოლი პარტონმა სამი სიმღერა დაასახელა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი