MUSIC AWARDS JAPAN: დაჯილდოების დეტალები ცნობილია

დაჯილდოება 21 და 22 მაისს კიოტოში, Rohm Theater Kyoto-ში გაიმართება
MUSIC AWARDS JAPAN

MUSIC AWARDS JAPAN იაპონიის ყველაზე დიდი მუსიკალური დაჯილდოებაა, რომელიც 21 და 22 მაისს კიოტოში, Rohm Theater Kyoto-ში გაიმართება. დაჯილდოების მეორე დღე პირდაპირ ეთერში გადაიცემა NHK-ზე, ხოლო ორივე დღის ღონისძიებები გლობალურად გადაიცემა YouTube-ზე (გარდა რამდენიმე რეგიონისა). ეს სიახლე იაპონიის დროით 16 იანვარს გამოცხადდა.

აქამდე გამოცხადებული ჯილდოების გარდა, რომლებიც სხვადასხვა ჟანრში 50 კატეგორიაში გაიცემა, დაემატა ახალი კატეგორიები, მათ შორის „თანაშემოქმედების კატეგორიები“, რომლებიც მუსიკის ინდუსტრიის კომპანიებთან არის დაკავშირებული.

Toyota Group მთავარი პარტნიორი გახდა. ASAHI BREWERIES, LTD., Kinoshita Group და NTT DOCOMO, Inc. ოქროს პარტნიორები იქნებიან, ხოლო კიოტოს ხელოვნების უნივერსიტეტი (Uryuzan Gakuen) ვერცხლის პარტნიორად დასახელდა. „თანაშემოქმედების კატეგორიების“ პარტნიორები არიან XING Inc., DAIICHIKOSHO Co., Ltd., JASRAC (იაპონიის ავტორების, კომპოზიტორებისა და გამომცემლების უფლებების საზოგადოება), Spotify Japan და USEN Corporation (U-NEXT.HD). მედია პარტნიორებად დასახელდნენ TimeTree, Inc., IRIS Inc. (TOKYO PRIME), LIVE BOARD, Inc. და LY Corporation. პროექტის პარტნიორები არიან JTB Corp., Space Shower Networks, Inc. და RecoChoku, Co., Ltd.

თანაშემოქმედების კატეგორიებში, რომლებიც მუსიკის ინდუსტრიის კომპანიებთან თანამშრომლობით დაწესდა, საუკეთესო სიმღერა აირჩევა იმ ნამუშევრებიდან, რომლებიც კარაოკეებსა და საკაბელო გადაცემების ეთერებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ასევე, გამოაცხადეს „საუკეთესო ვირუსული სიმღერის“ ჯილდო, რომელიც TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებულ სიმღერებს ეხება. ამ კატეგორიებში ასევე შედის „რადიოს სპეციალური ჯილდო“, რომელიც რადიო ხელმძღვანელებისა და დიჯეების მიერ ქვეყნის მასშტაბით რადიო სადგურებთან თანამშრომლობით შეირჩევა.

მსმენელთა რჩეული სიმღერების ხმის მიცემის დეტალებიც გამოცხადდა. Spotify-ის ხმის მიცემის ფუნქციის მეშვეობით მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ შერჩევის პროცესში.

MUSIC AWARDS JAPAN

თანაშემოქმედების კატეგორიები:

კარაოკეს სპეციალური ჯილდო: Karaoke of the Year powered by DAM & JOYSOUND: ეს კატეგორია მოიცავს სიმღერებს, რომლებიც ყველაზე მეტჯერ შესრულდა კარაოკეებზე. მონაწილეობას მიიღებს DAM და JOYSOUND-ის მიერ შერჩეული 30 საუკეთესო სიმღერა. საუკეთესოდ დასახელდება ის სიმღერა, რომელიც ნომინანტების გამოცხადების შემდეგ ყველაზე მეტჯერ შესრულდება. (კატეგორია მოიცავს ორ მიმართულებას: J-Pop და Enka / Kayōkyoku.)

შეკვეთების სპეციალური ჯილდო: Oshikatsu Request Artist of the Year powered by USEN: ეს არის ჯილდო სიმღერებისთვის, რომლებიც USEN Oshikatsu-ს შეკვეთების რეიტინგში ყველაზე მეტჯერ მოითხოვეს მსმენელებმა. არტისტები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტჯერ მოითხოვეს, “შესარჩევი მუსიკოსების”. სტატუსს მიიღებენ. შერჩეულ მუსიკოსებს შორის რომელი არტისტებიც უფრო მეტ მოთხოვნას მიიღებენ, ნომინირებულ მუსიკოსებად დასახელდებიან.

შემოქმედების სპეციალური ჯილდო: Song of the Year for Creators presented by JASRAC: ჯილდო გადაეცემა იმ სიმღერის შემქმნელს, რომელსაც 2024 წელს JASRAC-ის საავტორო უფლებების მენეჯმენტში ყველაზე მეტი ჰონორარი გადაეცა.

სიმღერების კატეგორია:

საუკეთესო ვირუსული სიმღერა: ჯილდო მიმართულია იმ სიმღერებისამენ, რომლებიც TikTok-ზე ვიდეოებისა და პოსტების მეშვეობით ვირუსულად გავრცელდა და დიდი ყურადღება მიიპყრო. გამარჯვებული სიმღერა შეირჩევა 50 საუკეთესო ნამუშევრიდან, რომლებიც TikTok-ზე გამოყენების სიხშირით და მათზე შექმნილი ვიდეოების საერთო ნახვების რაოდენობით გამოირჩევა.

ალიანსის კატეგორია:

რადიო სპეციალური ჯილდო (ნომინაციის სახელი მოგვიანებით დაზუსტდება): ჯილდო მიენიჭება სიმღერებს, რომლებიც რადიოს დირექტორების, დიჯეების და პროდიუსერების რჩეულები გახდებიან. პირველადი ხმის მიცემა Radiko-ს წლიური ეთერის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება, ხოლო საუკეთესო ნამუშევარი საბოლოო კანდიდატურებიდან აირჩევა.

ხმის მიცემის კატეგორიები:

Best of Listeners’ Choice: Domestic Song powered by Spotify: ეს არის ჯილდო საუკეთესო სიმღერისთვის, რომელიც იაპონიის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ Spotify-ის მომხმარებელთა ხმის მიცემით დაწინაურდება.

Best of Listeners’ Choice: Global Song powered by Spotify: ჯილდო წესდება საუკეთესო გლობალური სიმღერისთვის, რომელიც იაპონიაში და მის ფარგლებს მიღმა Spotify-ის მომხმარებელთა ხმის მიცემით დაწინაურდება.

MUSIC AWARDS JAPAN 2025 KYOTO გაიმართება 2025 წლის 21 და 22 მაისს. MAJ-ის კვირეული 2025 წლის 17-23 მაისს ჩატარდება. ღონისძიება გაიმართება კიოტოში, ROHM Theatre Kyoto-ში.

22 მაისის ღონისძიება NHK-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ორივე დღის ღონისძიებები გლობალურად გადაიცემა YouTube-ზე (გარდა რამდენიმე რეგიონისა).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

შემდეგი სტატია

Wham! - Last Christmas Courtesy Photo

ბრიტანულ პოპ-დუეტ Wham!-ის მუსიკალურმა კლიპმა Last Christmas Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი