რომელი პოპვარსკვლავები დაიპყრობენ 2025 წელს?

Billboard-ის ცნობილი პოდკასტი Greatest Pop Stars- დაბრუნდა, სადაც ბილბორდის რედაქტორებმა მუსიკალური ინდუსტრიის 2025 წლის პროგნოზებზე ისაუბრეს

XXI საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავების და 2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავების სიები უკვე  შედგენილია, თუმცა ახლა 2025 წლის მარათონის ჯერია. 

ბილბორდის  პოდკასტ  Greatest Pop Stars-ის ეპიზოდში წამყვანებმა ისაუბრეს პროგნოზებზე, თუ ვინ გახდება 2025 წლის ყველაზე პოპულარულ პოპვარსკვლავი.

„Greatest Pop Stars-ის პოდკასტის ეპიზოდში, წელს იმ პოპვარსკვლავების პროგნოზირებით ვიწყებთ, რომლებიც, სავარაუდოდ, განსაზღვრავენ და დაიპყრობენ მომდევნო 12 თვეს.” – ამბობს წამყვანი ენდრიუ უნტერბერგერი და უერთდება ბილბორდის თანაწამყვანებს: ჯეისონ ლიპშუცს, მეგან მაჰარსა და კაილ დენისს. წამყვანები იმ სავარაუდო პოპვარსკვლავთა სიას ასახელებენ, რომლებიც წლის ბოლოს, დეკემბერში, ტოპ ათეულში შევლენ.

პოდკასტში ოთხი წამყვანი ოთხ საუკეთესო პოპვარსკვლავს ირჩევს და პოპვარსკვლავების სამყაროში ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. მაგალითად იქნება თუ არა კენდრიკ ლამარი 2024 წლის მსგავსად კვლავ პირველ პოზიციაზე, შეძლებს თუ არა ტეილორ სვიფტი ტოპ ხუთეულში მოხვედრას? ან რამდენად რეალურია, რომ BTS ისევ გაერთიანდება, რათა კვლავ მოხვდეს განსახილველთა სიაში?“ 

მოუსმინეთ ბილბორდის  Greatest Pop Stars-ის პოდკასტს Apple Music-ზე ან Spotify-ზე და ჩაერთეთ პოპვარსკვლავებთან დაკავშირებულ ყოველკვირეულ განხილვებში!

ბილბორდის პოდკასტი Greatest Pop Stars  მთელი წლის განმავლობაში ახალი ეპიზოდებით ბრუნდება, სადაც  2025 წლის პოპვარსკვლავების მარათონზე, მუსიკალურ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე, პოპვარსკვლავების ისტორიაში უდიდეს წარმატებებსა და ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრებენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სოხუმის სახელმწიფო თეატრი ბერლინის ITO ფესტივალზე წარდგება

შემდეგი სტატია

სელინ დიონი გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი