მუსიკალური პროექტი „ბევრი კაბელი”  და ახალი კოლაბორაცია არტისტ ანუკა ყიფშიძესთან

არტისტმა ნიკა ელიამ ცოტა ხნის წინ ახალი მუსიკალური პროექტი სახელწოდებით „ბევრი კაბელი” წამოიწყო, რომელიც ცოცხალ შესრულებებთან ერთად, ალბომის რეკომენდაციებს და მუსიკალურ ინდუსტრიაში საინტერესო ისტორიებს მოიცავს.
„ბევრი კაბელი“ x ანუკა ყიფშიძე - I Am In The Good List
„ბევრი კაბელი“ x ანუკა ყიფშიძე – I Am In The Good List

პროექტ „ბევრი კაბელის“ მთავარი იდეა ორი ქართველი მუსიკოსის შემოქმედებითი იდეების თანხვედრაა, სადაც მუსიკოსები ერთმანეთს თავიანთ ხედვას, იდეებსა თუ გამოცდილებებს უზიარებენ და ქმნიან ახალ მუსიკალურ კონტენტს. 

პროექტის პირველი კოლაბორაციული ვიდეო წინა კვირას ნიკა ელიასთან (“ბევრი კაბელი”) და არტისტ გიორგი სიხარულიძესთან  (სიხა) თანამშრომლობით შედგა. იმპროვიზაციითა და ორი მუსიკოსის შემოქმედებითი ხედვით, სრულიად ახალი სიმღერა ერთ დღეში შეიქმნა. 

პროექტის მეორე კოლაბორაციული ვიდეო 5 თებერვალს გამოქვეყნდა, სადაც არტისტ ანუკა ყიფშიძესთან თანამშრომლობით ექსპერიმენტული მუსიკა შეიქმნა.

„ბევრი კაბელი” – ნიკა ელია

“პროექტ „ბევრი კაბელის“ იდეა თავდაპირველად სპონტანურად გაჩნდა – მინდოდა, მუსიკოსებისთვის და მუსიკის მოყვარულებისთვის შემექმნა სივრცე, სადაც საინტერესო კონტენტს გავაზიარებდი: ცოცხალ შემსრულებებს, ალბომის რეკომენდაციებს, ისტორიებს და ზოგადად, ყველაფერს, რაც შეიძლება არტისტისთვის ან მსმენელისთვის საინტერესო იყოს.

პროექტს აქვს სისტემური ხასიათი და ყოველ კვირა ვგეგმავ კოლაბორაციებს. რაც შეეხება კოლაბორაციულ პროექტებს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო და სხვადასხვა ადამიანებთან თანამშრომლობით შეიქმნას უნიკალური მუსიკალური ექსპერიმენტები. ვგეგმავ, რომ არა მარტო მუსიკოსები, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც მოვიწვიო. ეს შეიძლება იყოს მწერალი, მზარეული, მხატვარი, მსახიობი თუ სხვა.

ანუკა ერთ-ერთი პირველი მუსიკოსია, ვისთანაც გადავწყვიტე კოლაბორაციული ვიდეოს გადაღება. იდეა იყო, რომ ერთ დღეში დაგვეწერა და ჩაგვეწერა ახალი სიმღერა და მუშაობის პროცესი, რომელიც მთლიანად იმპროვიზაციაზე და მომენტის ემოციაზე იყო დაფუძნებული. შეთანხმება მარტივად მოხდა, რადგან ორივესთვის საინტერესო იყო ამ ტიპის ექსპერიმენტი. სამუშაო პროცესი ძალიან ბუნებრივი აღმოჩნდა – ვიპოვეთ საერთო მუსიკალური მიმართულება, სპონტანურად შევქმენით მელოდია და ბოლოს მივიღეთ რაღაც, რაც ჩვენი მუსიკალური გემოვნების და სტილის კომბინაციაა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩვენი სამუშაო პროცესის უკეთ სანახავად, შეგიძლიათ „ბევრი კაბელის“ youtube გვერდზე ნახოთ ვლოგი, სადაც მუსიკის შექმნის პროცესთან ერთად, ჩვენს საუბარსაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალ-ყური.

სამომავლოდ, უკვე მაქვს გეგმაში რამდენიმე საინტერესო ადამიანთან კოლაბორაცია. ვფიქრობ, რომ ეს არამარტო საინტერესო მუსიკალურ ექსპერიმენტს ქმნის, არამედ ადამიანებს შორის კავშირის გაძლიერებასაც უწყობს ხელს. ამ პროექტში მთავარია, რომ მთელი ეს პროცესი იყოს ნამდვილი და გულწრფელი მუსიკალური გამოცდილება.

მჯერა, რომ ორი ადამიანის შემოქმედებითი გადაკვეთა ყოველთვის რაღაც ახალს და უნიკალურს ქმნის.“

ანუკა ყიფშიძე – მუსიკოსი

„მე და ნიკამ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ კოლაბორაციაზე. გეგმაში იყო. მერე ეს პროექტი წამოიწყო, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა არტისტებთან კოლაბორაციულ ნამუშევრებს, თან მუსიკას წერთ, თან საუბრობთ და აზრებს ცვლით. 

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ნიკასთან მუშაობა. რეალურად, ჟანრობრივად განვსხვავდებით, მაგრამ როცა ორი  მუსიკოსი ერთმანეთს ხვდება, რაღაც ახალი გამოდის. თვითონ ნიკა ამ მხრივ ძალიან მიმღები და გახსნილია, ამიტომ, ძალიან გამარტივდა საქმე. ერთ საათში უკვე მონახაზი გვქონდა, შემდეგ უფრო გამრავალფეროვნებას ვცდილობდით, რაც გამოგვივიდა. კმაყოფილი ვარ და მგონი, ნიკაც… საკმაოდ გავერთეთ და გავცვალეთ მუსიკალური ფიქრები/შესაძლებლობები. საინტერესოა, მსმენელს როგორ მოეწონება.

საინტერესო კიდევ ისაა, რომ მუშაობის პროცესის ვიდეო გვაქვს, რაც სამახსოვროა. ხშირად, როცა მუსიკა იწერება, მხოლოდ პროდუქტს ეცნობა ხალხი, ეს კი არის შესაძლებლობაა, ნახონ, როგორ ვმუშაობდით და ვმსჯელობდით, სად რა გაჟღერებულიყო, რა ნაწილს რა ჟღერადობა მოუხდებოდა და ა.შ. მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა ნიკას ამ იდეისთვის და შესაძლებლობისთვის.”

მოისმინეთ „ბევრი კაბელი“ x ანუკა ყიფშიძე – I Am In The Good List
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

შემდეგი სტატია

FKA Twigs-ის ალბომი Eusexua საცეკვაო ალბომების ჩარტის ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი