მარკ ცუკერბერგმა ცოლის დაბადების დღეზე ბენსონ ბუნის კოსტიუმით მუსიკალური ნომერი შეასრულა

„ცოლი ერთხელ ხდება 40 წლის! მადლობა ბენსონ ბუნს კოსტიუმისთვის და ახალი სინგლისთვის,“ – დააწერა ცუკერბერგმა ვიდეოს აღწერაში. კომენტარების ველში კი ბუნმა უპასუხა: „არ მჯერა, რასაც ვხედავ.“
მარკ ცუკერბერგი. 2024 წლის 25 სექტემბერი.
Andrej Sokolow/picture alliance via Getty Images

ბენსონ ბუნმა ვერ შეძლო მარკ ცუკერბერგის ცოლის, ფილანთროპ პრისცილა ჩანის დაბადების დღის წვეულებაზე მუსიკალური ნომრის შესრულება, ამიტომ Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გადაწყვიტა, ეს თავად გაეკეთებინა.  

ვიდეოში, რომელიც ცუკერბერგმა 28 თებერვალს Instagram-ზე გამოაქვეყნა, ის სცენაზე მოულოდნელად ადის და აღმოჩნდება, რომ სმოკინგის  ქვეშ ბენსონ ბუნის ცისფერი გრემის კოსტიუმი აცვია. ამის შემდეგ Facebook-ის დამფუძნებელი პერფორმანსს იწყებს. ცუკერბერგის სიურპრიზმა მისი იუბილარი ცოლი და სტუმრები გააკვირვა და გაამხიარულა. 

„ცოლი ერთხელ ხდება 40 წლის! მადლობა ბენსონ ბუნს კოსტიუმისთვის და ახალი სინგლისთვის,“ – დააწერა ცუკერბერგმა ვიდეოს აღწერაში. კომენტარების ველში კი ბუნმა უპასუხა: „არ მჯერა, რასაც ვხედავ.“ 

ბუნის მბრწყინავი ცისფერი კოსტიუმი წლევანდელი გრემის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი აღმოჩნდა. ცერემონიის მსვლელობისას კამერებმა დააფიქსირეს, როგორ აწესრიგებდა მომღერალი კოსტიუმს თავისი ჰიტის, Beautiful Things-ის სცენაზე შესრულებისას. მოგვიანებით, Instagram-ის ისტორიაში ბუნმა განმარტა: „ბოდიშს გიხდით, ასე აგრესიულად რომ ვისწორებდი ჩემს კოსტიუმს… ის ზოგ ადგილებში ძალიან მოუხერხებელი იყო.“ 

ახლახან ბუნმა გამოუშვა სიმღერა Sorry I’m Here for Someone Else, რაც მისი პირველი ოფიციალური რელიზია 2024 წლის ალბომის, Fireworks & Rollerblades-ის შემდეგ.  

ბუნისა და ცუკერბერგის მეგობრობა აქამდეც აშკარა იყო – ისინი სექტემბერში შეხვდნენ ერთმანეთს და მხიარული  ორთაბრძოლაც გამართეს, რომელიც ვიდეოს სახით Meta-ს AI Ray-Ban სათვალეების დახმარებით აღბეჭდეს.

იხილეთ, როგორ წარდგა ცუკერბერგი ბენსონ ბუნის კოსტიუმით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ დილანმა ინსტაგრამზე Machine Gun Kelly-ს 2016 წლის ვიდეო დადო

შემდეგი სტატია

A$AP Rocky დაანონსებული ალბომის შესახებ: „უბრალოდ მისი გამოცემა მინდა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი