„სოციალური სივრცე” All Day I Dream-ის მუსიკალურ ღონისძიებას მასპინძლობს

All Day I Dream მუსიკალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2011 წელს ნიუ იორკში ბრიტანელი DJ-ის და მუსიკალური პროდიუსერის, ლი ბარიჯის (Lee Burridge) მენტორობითა და დახურული წვეულებების ფორმატით დაიწყო.
Al Day I Dream/The Social Space

„სოციალური სივრცე” ტრადიციას აგრძელებს და 16 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში, საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმა All Day I Dream-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. All Day I Dream მუსიკალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2011 წელს ნიუ იორკში ბრიტანელი DJ-ის და მუსიკალური პროდიუსერის, ლი ბარიჯის (Lee Burridge) მენტორობითა და დახურული წვეულებების ფორმატით დაიწყო. მას შემდეგ პლატფორმა საერთაშორისო ფენომენად იქცა. გამორჩეული ვიზუალური სტილის, მუსიკალურად დახვეწილი სელექტორების და შთამბეჭდავი ატმოსფეროს დამსახურებით All Day I Dream თანამედროვე საფესტივალო კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.

წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია – ლი ბარიჯი ახალი სახეებით დაბრუნდება და „სოციალური სივრცის” სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბრიტანელ ელექტრონულ არტისტთან ერთად მუსიკალური კოლექტივის ახალ წევრებსაც მოუსმინონ.

რაც შეეხება თავად ლი ბარიჯს, მან 1990-იან წლებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰონგ-კონგის ანდერგრაუნდ კლუბური სცენის ჩამოყალიბებაში. სწორედ მაშინდელ პერიოდს უკავშირდება კლუბ Neptune’s-ის დაარსება, სადაც ბარიჯი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

დღეს All Day I Dream არ ატარებს მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების  სტატუსს. ეს არის მოგზაურობა, რომელიც მსმენელს ურბანული რუტინისგან შორს, ბუნების წიაღში აბრუნებს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფესტივალი „თბილისი რიტმი” - რობერტო ფონესკა La Gran Diversion

ფესტივალი „თბილისი რიტმი” რობერტო ფონსეკას La Gran Diversion კონცერტით გაიხსნა

შემდეგი სტატია

Met Gala-ს მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ რიანა A$AP Rocky-სგან მესამე შვილს ელოდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი