დაიანა როსი 2025 წლის Met Gala-ს დაესწრო

ვარსკვლავი Met Gala-ზე 2003 წლის შემდეგ პირველად იყო.
დაიანა როსი 2025 წლის Met Gala-ზე.
Dia Dipasupil/Getty Images

დაიანა როსს 2025 წლის Met Gala-ს ხალიჩაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. ვარსკვლავის კოსტიუმის გამორჩეული დეტალი მასიური მოსასხამი იყო, რომელიც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმისკენ მიმავალი კიბის თითქმის მთელ სიგანეს ფარავდა.

როსმა Vogue-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ წლევანდელ Met Gala-ზე დასწრება შვილმა, ევან როსმა გადააწყვეტინა. მომღერალი ამ ღონისძიებას 2003 წლიდან აღარ დასწრებია. მან ასევე გაამხილა, რომ შლეიფის ქვეშ  სიურპრიზი იმალებოდა – მოსასხამის შიგნით მისი ხუთი შვილისა და რვა შვილიშვილის სახელები ჰქონდა ამოქარგული. Vogue-თან ინტერვიუს დროს დაიანას ევანიც ახლდა. Met Gala-ს ასევე ესწრებოდა მისი ქალიშვილი ტრეისი ელის როსი.

2025 წლის Met Gala-ს თემა იყო „Superfine: Tailoring Black Style“. ეს თემა არამხოლოდ კოსტიუმირებული მიღების, არამედ  ამავე  სახელწოდების გაზაფხულის გამოფენის კონცეფციაც არის. 

რაც შეეხება დაიანა როსს, ის  მუსიკალური ლეგენდის სტატუსს ატარებს. კარიერის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტში მისი 40 ჰიტი მოხვდა, მათ შორის ექვსი პირველ პოზიციას იკავებდა. 

იხილეთ დაიანა როსის კოსტიუმი, რომელიც Met Gala-ზე ეცვ

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Met Gala-ს მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ რიანა A$AP Rocky-სგან მესამე შვილს ელოდება

შემდეგი სტატია

Met Gala-ზე ლიზოს იმიჯის ინსპირაცია კრუელა დე ვილის პერსონაჟი იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი