Met Gala-ზე ლიზოს იმიჯის ინსპირაცია კრუელა დე ვილის პერსონაჟი იყო

ნამდვილი კრუელას ასოციაცია განსაკუთრებით მაშინ გაჩნდა, როცა ლიზო ხალიჩაზე ცნობილი ანიმაციის გმირის მსგავსად, გრძელი სიგარეტით გამოჩნდა.
ლიზო 2025 წლის Met Gala-ზე.
Dia Dipasupil/Getty Images

Met Gala-ზე ლიზოს კოსტიუმმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კრუელა დე ვილის პერსონაჟი გაახსენა. ნამდვილი კრუელას ასოციაცია განსაკუთრებით მაშინ  გაჩნდა, როცა ლიზო ხალიჩაზე ცნობილი ანიმაციის გმირის მსგავსად, გრძელი სიგარეტით გამოჩნდა. პოპვარსკვლავმა დისნეის ანტიგმირის როლი მოირგო და ფოტოების გადაღებისას კრუელას ჩვეული ხელების მოძრაობაც გაიმეორა.

ხალიჩაზე გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე მან ინსტაგრამზე  ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: „Met… მოვდივარ!”” 

2025 წლის Met Gala-ს თემა იყო „Superfine: Tailoring Black Style“. ეს თემა არამხოლოდ კოსტიუმირებული მიღების, არამედ  ამავე  სახელწოდების გაზაფხულის გამოფენის კონცეფციაც არის.

რაც შეეხება ლიზოს მუსიკალურ კარიერას, ის წელს ახალ სინგლებს გამოსცემს ალბომიდან – Love in Real Life, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. ლიზომ აპრილში, Saturday Night Live-ის შოუს სცენაზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მათ შორის იყო ახალი სინგლი Don’t Make Me Love You, რომელიც არტისტმა პირველად სწორედ ამ ღონისძიებაზე გააჟღერა. 

იხილეთ ლიზოს იმიჯი  Met Gala-ზე:

ლიზო 2025 წლის Met Gala-ზე.
Dia Dipasupil/Getty Images

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დაიანა როსი 2025 წლის Met Gala-ს დაესწრო

შემდეგი სტატია

ორსულმა რიანამ Met Gala-ს ხალიჩის კოსტიუმირებული მიღება დახურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი