A$AP Rocky-მ კანის ფესტივალზე, ფილმ Highest 2 Lowest პრემიერის დროს ახალი სიმღერა დააანონსა

ტრეკის ტექსტიდან გამომდინარე, სიმღერა სწორედ იმ პერსონაჟს მიემართება, რომელსაც A$AP Rocky ფილმში განასახიერებს.
Rihanna და A$AP Rocky ფილმ Highest 2 Lowest-ის პრემიერაზე. 78-ე კანის კინოფესტივალი, 2025 წლის 19 მაისი.
Samir Hussein/WireImage

A$AP Rocky ახალი ალბომიდან – Don’t Be Dumb სიმღერების დაანონსებას აგრძელებს. ახლახან კანის კინოფესტივალზე მისი ფილმის – Highest 2 Lowest პრემიერა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რეპერი და ორსული რიანა ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. ამ დროს A$AP Rocky-ის აქამდე უცნობი სიმღერა გაჟღერდა. ტრეკის ტექსტიდან გამომდინარე, ის სწორედ იმ პერსონაჟს მიემართება, რომელსაც A$AP Rocky ფილმში განასახიერებს.

სპაიკ ლის რეჟისორობით გადაღებულმა ფილმმა Highest 2 Lowest, რომელშიც დენზელ ვაშინგტონიც მონაწილეობს, კინომიმომხილველებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო. პრემიერის შემდეგ ფილმმა თითქმის ექვსწუთიანი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ასევე, დენზელ ვაშინგტონს გადაეცა საპატიო „პალმის რტო“, რომელიც მას თავად სპაიკ ლიმ გადასცა.

ეს უკვე მეხუთე ფილმია, რომელზეც სპაიკ ლიმ და დენზელ ვაშინგტონმა ერთად იმუშავეს. „ეს უკვე მეხუთე ფილმია, რომელიც ერთად გავაკეთეთ,“ – განუცხადა ლიმ ჟურნალისტებს. „ეს ნამდვილად ბედნიერებაა – ერთობლივი ფილმები, რომლებიც ხალხს უყვარს. ვფიქრობ, ამით დასრულდება ჩვენი თანამშრომლობა. ის [დენზელ ვაშინგტონი] პენსიაზე გასვლას გეგმავს, მაგრამ ხუთი ფილმი ერთად – ეს უკვე ბევრს ნიშნავს.”

ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში 22 აგვისტოს გამოვა, ხოლო Apple TV+-ზე 5 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირა „ზოოტოპია 2-ში” გაზელის როლით ბრუნდება

შემდეგი სტატია

50 Cent-მა AI-ით შექმნილი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც აცვია მაისური წარწერით — „Free Diddy”

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი