ლეგენდა სცენაზე – ნანი ბრეგვაძის კონცერტი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ის სივრცე განსაკუთრებული მუსიკალური საღამოს მასპინძელი გახდება. კონცერტს ქართული კულტურის ცოცხალი ლეგენდა ნანი ბრეგვაძე წარადგენს.

კონცერტზე ნანისთან ერთად ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია –  Kordz წარდგებიან.

სცენაზე კიდევ ერთხელ შესრულდება ნანი ბრეგვაძისა და Kordz-ის ერთობლივი ნამუშევარი „მთვარეო“, რომლის პრემიერაც რამდენიმე კვირის წინ Tbilisi Open Air-ზე შედგა.

თიბისი კონცეპტის  ინიციატივით სულ ცოტა ხნის წინ ნანი ბრეგვაძის ვინილი და წიგნი გამოიცა, რომელიც დიდი არტისტის ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გზას ეძღვნება.

ამასთანავე, კონცეპტის მხარდაჭერით შედგა ნანი ბრეგვაძისა და Kordz-ის მუსიკალური ვიდეოკლიპის, „მთვარეოს“ პრემიერა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და გაცოცხლებას და ახალი სახით მისი ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებას და პოპულარიზაციას ეწევა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky

A$AP Rocky-მ Ray-Ban-ის  სათვალეების სერია გამოუშვა

შემდეგი სტატია

Public Enemy ახალ საპროტესტო სიმღერას გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი