2025 წელს დაანონსებული ალბომების კალენდარი

Billboard-მა შექმნა 2025 წლის ახალი ალბომების კალენდარი, რომელიც რეგულარულად განახლდება და მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან გამოცემებს ყველა ჟანრში: ჰიპ-ჰოპიდან K-pop-ამდე, ლათინურიდან როკ-ენ-როლამდე, პოპიდან ქანთრიმდე.
ბრიუს სპრინგსტინი
Danny Clinch

ჯერ კიდევ 2025 წლამდე არაერთმა არტისტმა მიანიშნა ახალ ალბომზე. ზოგი ღიადაც ამბობდა, რომ მომდევნო წელს მსმენელები ახალ ნამუშევრებს მოისმენდნენ.  

მაგალითად The Weeknd-მა 2024 წლის 7 იანვარს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ე.წ. კარუსელი, სადაც განთავსებული იყო After Hours-ის და Dawn FM-ის ალბომის ყდები, მათ შემდეგ კი – შავი კვადრატი, შუაში თეთრი კითხვის ნიშნით. აღწერაში არტისტმა მიუთითა მხოლოდ ერთი ციფრი: „3“. სექტემბერში მუსიკოსმა საბოლოოდ გაამხილა თავისი ტრილოგიის მესამე ალბომის სახელი – Hurry Up Tomorrow და გამოცემის თარიღიც გაასაჯაროვა. თუმცა 13 იანვარს The Weeknd-მა დააანონსა, რომ ლოს ანჯელესის მახლობლად მომხდარი დამანგრეველი ხანძრების გამო ალბომის გამოსვლასაც გადადებდა. 

შემდეგ იყო ლედი გაგა. რომელმაც Gaga Chromatica Ball-ის საკონცერტო ფილმის ბოლოს წარადგინა წარწერა: „LG7 GAGA RETURNS“. ეს იმას ნიშნავდა, რომ გაგას მეშვიდე ალბომი მზადდებოდა. თუმცა HBO Max-ის ფილმში ამ ფრაზის გარდა არაფერი იყო ნათქვამი, მათ შორის, საიდუმლოდ დარჩა ნამუშევრის გამოცემის თარიღი. მხოლოდ სექტემბერში, Vogue-ის ყდაზე გამოჩენისას, გაგამ გაამხილა, რომ LG7 2025 წლის თებერვალში გამოვიდოდა. საბოლოოდ, მუსიკოსის ახალი ალბომი, სახელწოდებით Mayhem 7 მარტს გამოვიდა.

ჯო ჯონასმა ჯერ 2024 წლის ივლისში განაცხადა, რომ თავისი სოლო ალბომი Music for People Who Believe in Love 18 ოქტომბერს გამოვიდოდა, თუმცა სექტემბერში X-ზე დაწერა, რომ გამოსვლის თარიღი გადაიდო, რადგანაც ალბომს ხელის შევლება და ბოლო შტრიხების შეტანა სჭირდებოდა. საბოლოოდ, ალბომი 23 მაისს გამოვიდა. 

როდესაც საქმე მოულოდნელ ანონსებს და ალბომების სიმრავლეს ეხება, რთული ხდება, სიახლეების ზედმიწევნით მიჰყვე. ამიტომ Billboard-მა შექმნა 2025 წლის ახალი ალბომების კალენდარი, რომელიც რეგულარულად განახლდება და მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან გამოცემებს ყველა ჟანრში: ჰიპ-ჰოპიდან K-pop-ამდე, ლათინურიდან როკ-ენ-როლამდე, პოპიდან ქანთრიმდე.

2025 წლის ახალი ალბომების კალენდარი იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cardi B 2024 წლის 26 სექტემბერი, პარიზის მოდის კვირეული. ფოტო ჯაკოპო რაული /Getty Images for Messika

Cardi B-მ დიდი ხნის ნანატრი მეორე ალბომი Am I the Drama? – დააანონსა

შემდეგი სტატია

Billboard Hot 100-ის სათავეში ალექს უორენის ჰიტი Ordinary კვლავ  მესამე ადგილზე ლიდერობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი