Billboard Hot 100-ის სათავეში ალექს უორენის ჰიტი Ordinary კვლავ  მესამე ადგილზე ლიდერობს

პარალელურად, Ordinary რადიოში ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიმღერა გახდა.
ალექს უორენი
Hunter Moreno

ალექს უორენის ჰიტი Ordinary  Billboard Hot 100-ის სათავეში კვლავ დაბრუნდა და მესამედ დაიკავა პირველი ადგილი. ეს არის ავტორ-შემსრულებლის პირველი სიმღერა, რომელმაც Hot 100-ის ლიდერობა მოიპოვა. Ordinary-მ კვლავ დაიკავა პირველი ადგილი მას შემდეგ, რაც ერთი კვირით სათავეში საბრინა კარპენტერის ჰიტმა Manchild-მა ჩაანაცვლა. კარპენტერისთვის ეს მეორე ჰიტია, რომელმაც ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა. მეორე კვირის მონაცემებით, სიმღერამ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

პარალელურად, Ordinary რადიოში ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიმღერა გახდა. კომპოზიცია, რომლის ავტორიც თავად უორენია, მეოთხე კვირაა, ლიდერობს Adult Pop Airplay-ს სიაში და მეორე კვირაა, პირველი ადგილს იკავებს Pop Airplay-ში. ამასთან, ის ათეულშიც შედის Adult Contemporary-ის ჩარტში, სადაც ტრეკი მე-11-დან მე-8 ადგილზე დაწინაურდა. Ordinary-მ Radio Songs-ზე Doechii-ს სიმღერას –  Anxiety-საც გადაუსწრო, რომელიც წინა ხუთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა და მაისში Hot 100-ის მეცხრე ადგილსაც მიაღწია.

იხილეთ კვირის ჩარტის ტოპ 10 სიმღერა. 

Hot 100 მოიცავს ამერიკის მასშტაბით სხვადასხვა ჟანრის სტრიმინგს: ოფიციალური აუდიო და ვიდეო, რადიოს ეთერებისა და გაყიდვების მონაცემებს. გაყიდვების ნაწილში მხოლოდ ისეთი პლატფორმებია გათვალისწინებული, რომლებიც სრულ ინტერაქციულ სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ D2C პლატფორმებიდან გაყიდვები ამ სტატისტიკაში არ შედის. სტატიაში განხილული ჩარტი, დათარიღებულია 2025 წლის 28 ივნისით და მისი მონაცემები Billboard.com-ზე 24 ივნისს განახლდება. 

რაც შეეხება Billboard-ის მონაცემების მიმწოდებელ Luminate-ს, კომპანია სისტემატურად ამოწმებს ყველა მონაცემს, რომელიც ჩარტების შედგენისას გამოიყენება. საეჭვო ან დაუდასტურებელი ინფორმაცია ჩარტის საბოლოო გამოქვეყნებამდე იშლება და შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2025 წელს დაანონსებული ალბომების კალენდარი

შემდეგი სტატია

ალექსი ლანტერნიე: „არსებული ფასის გადახდა მსოფლიოს მუსიკაზე წვდომისთვის, მის მნიშვნელობას აკნინებს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი