NBA-ს ვარსკვლავმა კლეი ტომპსონმა, როგორც ჩანს, დაადასტურა, რომ Megan Thee Stallion-ს ხვდება

სპორტსმენის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, როგორ კოცნის ის ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, მეგანია.
Megan Thee Stallion ესწრება Gold House-ის რიგით მეოთხე ყოველწლიურ გალას, რომელიც 2025 წლის 10 მაისს ლოს ანჯელესში, The Music Center-ში გაიმართა.
Rodin Eckenroth/Getty Images for Gold House

ცოტა ხნის წინ ინტერნეტის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ Megan Thee Stallion-ის დასვენების ამსახველ ფოტოებში კალათბურთელი კლეი ტომპსონიც ჩანდა. Dallas Mavericks-ის ვარსკვლავი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ურთიერთობის დადასტურებით გამოეხმაურა გავრცელებულ ხმებს.

ტომპსონმა ინსტაგრამზე ბაჰამის კუნძულებზე მოგზაურობის ამსახველი ფოტოების სერია გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, როგორ კოცნის ის ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, მეგანია. ფოტოში გადაღებულია ქალის ზურგი, თუმცა გამომწერები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ რეპერია. მეორე ფოტოზე ჩანს ხელი, რომელიც, სავარაუდოდ, Megan Thee Stallion-ს ეკუთვნის – მას ისეთივე დიზაინის მანიკური აქვს, როგორიც რეპერის პირად პოსტშიც იყო.

ფოტოსესიას, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი მოწონება აქვს, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Megan Thee Stallion-მა თავადაც გააღვივა გავრცელებული ხმები: 14 ივლისს მან TikTok-ზე ატვირთა და მალევე წაშალა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ხსნის სათამაშო Labubu-ს, რომელიც, სავარაუდოდ, ტომპსონის მუხლებზე იდო.

Billboard-მა კომენტარისთვის რეპერის წარმომადგენლებს მიმართა.

კლეი ტომპსონი ამჟამად ისვენებს, სანამ Dallas Mavericks-თან მეორე სეზონს დაიწყებს. მანამდე ის ათწლეულზე მეტი Golden State Warriors-ში თამაშობდა. 35 წლის სპორტსმენი ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით NBA-ს ისტორიაში მეხუთე ადგილზეა. ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული და არ ჰყავს შვილები.

2025 წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, მეგანი NBA-ის მოთამაშე ტორი კრეიგს ხვდებოდა, თუმცა უცნობია, როდის დასრულდა ეს ურთიერთობა.

რაც შეეხება არტისტის მუსიკალურ კარიერას, Megan Thee Stallion-მა აპრილში გამოუშვა სინგლი Whenever, თუმცა მას შემდეგ ახალი ნამუშევარი არ გაუვრცელებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Smurfs-ის პრემიერა, 2025 წლის 13 ივლისი, Paramount Theater-ში, ლოს-ანჯელესი / ფოტო: მაიკლ ბაქნერი

Rihanna-ს თქმით, მისი შვილები გაჯეტებზე არ იქნებიან დამოკიდებული

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსს „პატარა ლამაზი გოგონა” არ უშვილებია, როგორც ამას თავად ამტკიცებდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი