Pusha T-ის თქმით, კანიე უესტთან თანამშრომლობას აღარ აპირებს

„ეს უკვე წარსულია. ეს ნამდვილად წარსულია,“ – თქვა ჟურნალ The Guardian-თან საუბრისას არტისტმა.
კანიე უესტი დ Pusha T. 2013 წლის 11 სექტემბერი.
JOHNNY NUNEZ/WIREIMAGE

ახლახან The Guardian-მა ინტერვიუ ჩაწერა ჰიპ-ჰოპ დუეტთან – The Clipse-თან, რომლის წევრები ძმები, Pusha T და Malice არიან. The Guardian-მა სცადა Pusha T-ისთან გაერკვია, კიდევ ითანამშრომლებს თუ არა ოდესმე კანიე უესტთან.

„ეს უკვე წარსულია. ეს ნამდვილად წარსულია,“ – მოკლედ და პირდაპირ უპასუხა მან.

ამ კონკრეტული კითხვის დასმამდე ჟურნალისტმა ჰკითხა, შეძლებდა თუ არა დაესახელებინა გამორჩეულად კარგი მომენტები G.O.O.D. Music-ის წევრობის პერიოდიდან.

„იქ ყოფნა განსაკუთრებული იყო. So Appalled-ისა და New God Flow-ს შექმნა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოგონებაა. G.O.O.D. Friday-ს სერია კი საერთოდ საოცრება იყო. ის ალბომები, რაც იმ პერიოდში გამოვუშვი – Daytona და It’s Almost Dry – ძალიან ძლიერი ნამუშევრებია. ცხადია, რომ მე და Ye-მ ერთად დიდი საქმეები გავაკეთეთ.“

ბოლო წლების განმავლობაში Pusha-ს და Ye-ს (კანიე უესტი) ახლო ურთიერთობა აღარ აქვთ. Pusha-მ ჟურნალ GQ-ს უთხრა, რომ თავის ყოფილ კოლაბორატორს ვეღარ ცნობდა და, თითქოს, ის სხვა ადამიანია. ეს კომენტარი Pusha-მ მას შემდეგ გააკეთა, რაც Ye-მ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წარსული მეგობრობა ენატრებოდა.

ინტერვიუს ბოლოს The Clipse-ის წევრებს სთხოვეს, ყველა დროის საყვარელი ალბომები დაესახელებინათ. Malice-ის პასუხები ნაწილობრივ იმ მუსიკას ეხებოდა, რომელსაც, მისივე თქმით, ვარჯიშის დროს უსმენს.

„მე მიყვარს The Killers, მიყვარს Red Hot Chili Peppers, ბილი ჯოელიც კი,“ – თქვა Malice-მა. „როცა სპორტდარბაზში ვვარჯიშობ, ჩართული მაქვს Coldplay ან U2-ს The Joshua Tree. სასაცილოა, მაგრამ როდესაც 1980-იან წლებში MTV-ს ვუყურებდი, ეთერში სულ დევიდ ბოუი იყო. ამ წლების შემდეგაც ბოუი ჩემთვის ისევ წინა ხაზზეა. ვფიქრობ, ეს ბევრს ამბობს ნამდვილ ტალანტზე – როგორ შეიძლება მან დროს და თაობებს გაუძლოს.“

Pusha-ს რჩეული მუსიკა უფრო ჰიპ-ჰოპ ჟანრს მოიცავს: „მე მუდამ ვტრიალებ Mobb Deep-ის The Infamous-სა და Raekwon-ის Only Built 4 Cuban Linx-ს შორის, ასევე Jay-Z-ის Reasonable Doubt-ისა და Biggie-ს Life After Death-ს შორის. მსოფლიოში სადაც არ უნდა წავიდე, ამ ოთხ ალბომთან ერთად ბედნიერი ვიქნები.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, The Creator-მა გაამხილა, თუ რომელი სიმღერა იყო მისი ცხოვრების „საუკეთესო 8 მომენტიდან” ერთ-ერთი

შემდეგი სტატია

ბრაიან ინოს მიერ ორგანიზებულ პალესტინის მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტს დემონ ალბარნი, PinkPantheress და სხვა არტისტები შეუერთდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი