გრეისი აბრამსმა ტეილორ სვიფტის სიმღერის ქავერი შეასრულა

მუსიკოსს ათასობით ფანი შეუერთდა, რომლებიც ტექსტის ყველა სიტყვას მასთან ერთად მღეროდნენ.
გრეისი აბრამსი
EMMA MCINTYRE/GETTY IMAGES

ლოს-ანჯელესის კონცერტზე გრეისი აბრამსმა შეასრულა სიმღერა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, თუმცა ფანებმა ტექსტის თითოეული სიტყვა ზეპირად იცოდნენ. 

Secret of Us Tour-ის ფარგლებში ავტორ-შემსრულებელმა მაყურებელი მოულოდნელად ტეილორ სვიფტის სიმღერის, All Too Well (10 Minute Version)-ის შესრულებით გააკვირვა. 

„დღეს დილას ვესაუბრე,” – თქვა აბრამსმა სვიფტზე. „ვაცნობიერებ, რომ ის, რომ ბევრი ჩვენგანი დღეს ერთმანეთს ვიცნობთ, სწორედ Eras Tour-ის დამსახურებაა, სადაც ბევრ თქვენგანს შევხვდი. მუდმივად მენატრება ის გამოცდილება. ვიცი, რომ ყველანი ასე ვართ… 10 წუთი თუ გაქვთ, მინდა, შეგისრულოთ სიმღერა, რომელსაც სულ ვისურვებდი, რომ მე დამეწერა,” – აღნიშნა აბრამსმა. 

მომღერალმა სრულად შეასრულა სვიფტის Billboard Hot 100-ის ლიდერი სიმღერა. აუდიტორია კი სიმღერის ტექსტის თითოეულ სიტყვას მასთან ერთად მღეროდა. 

სვიფტის ორწლიანი ტურნე 8 თვის წინ დასრულდა. ტურის ჩრდილოამერიკულ კონცერტებზე კი გამხსნელ აქტს სწორედ აბრამსი ასრულებდა. 2023 წელს ის ასევე მონაწილეობდა ტურნეს საწყის შოუებში.

აბრამსისა და სვიფტის მეგობრობა იმგვარად განვითარდა, რომ საბოლოოდ მათ ითანამშრომლეს სიმღერაზე Us, რომელიც შედის აბრამსის ალბომში The Secret of Us.

ამჟამად აბრამსის ტურნე დასასრულს უახლოვდება. მუსიკოსს სულ 5 კონცერტი დარჩა, სანამ Secret of Us ტური საბოლოოდ 27 აგვისტოს მეხიკოში დასრულდება.

ნახეთ გრეისი აბრამსის მიერ შესრულებული All Too Well (10 Minute Version):

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: კევინ მაზური / Getty Images

ჯენიფერ ლოპესმა შესაშური სიმშვიდე გამოავლინა მას შემდეგ, რაც სტამბოლში „შანელის“ მაღაზიაში არ შეუშვეს

შემდეგი სტატია

Machine Gun Kelly - The O2 Arena-ზე, 2025 წლის 18 თებერვალი. ფოტო: კარვაი ტანგი / WireImage

კვირის ფავორიტი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი