დონალდ ტრამპის მრჩეველმა კორი ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ საემიგრაციო სამსახურის აგენტები Bad Bunny-ს Super Bowl-ის შოუზეც იქნებიან

კორი ლევანდოვსკის თქმით, არსად არის მათთვის „უსაფრთხო“ ადგილი, წლის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშზეც კი.
Bad Bunny 2025 წლის Met Gala-ზე, ნიუ იორკი. Michael Buckner for Penske Media
Bad Bunny 2025 წლის Met Gala-ზე, ნიუ იორკი. Michael Buckner for Penske Media

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Bad Bunny 2026 წლის Super Bowl-ის ნახევარფინალური შოუს მთავარ გამომსვლელად წარდგება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა წევრმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტები თამაშზე იქნებიან.

1 ოქტომბერს, გადაცემა The Benny Show-ში გამოსვლისას, დონალდ ტრამპის 2016 და 2024 წლის საარჩევნო კამპანიების მენეჯერს, ახლა  უკვე შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველს, კორი ლევანდოვსკის ჰკითხეს, იქნება თუ არა ICE კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა კლარაში, Levi’s Stadium-ზე 2026 წლის 8 თებერვალს.

კორი ლევანდოვსკიმ The Benny Show-ში მკაცრი განცხადება გააკეთა:  „ამ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს, არც  Super Bowl-ზე და არც სხვაგან.  ჩვენ გიპოვით, დაგაკავებთ, წინასწარი დაკავების დაწესებულებაში გადაგიყვანთ და დეპორტით გაგიშვებთ.” 

„იცოდეთ, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში ეს სავსებით რეალური პოლიტიკაა, რაც საკმაოდ განსხავებულია წინა ადმინისტრაციისაგან.”- დასძინა მან. 

განცხადება სამი დღის შემდეგ გაკეთდა, რაც დაანონსდა, რომ Bad Bunny  2026 წლის Super Bowl-ის ნახევარფინალური შოუს მთავარი გამომსვლელი იქნება. მისი დებიუტი ამ სცენაზე ექვსი წლის წინ შედგა, როდესაც მთავარი გამომსვლელები ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იყვნენ.

ეს ამბავი განსაკუთრებით მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან რეპერმა ადრე უარი თქვა აშშ-ში ტურნეს გამართვაზე იმის შიშით, რომ მისი აუდიტორია ემიგრაციის ოფიცრების სამიზნე გახდებოდა.

„ბოლო დღეებში ბევრს ვფიქრობდი ამაზე და გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ერთ კონცერტს ჩავატარებ აშშ-ში,“ – დაწერა Bad Bunny-მ X-ზე 29 სექტემბერს.

რაც შეეხება კორი ლევანდოვსკის პირად აზრს 2026 წლის შოუსთვის Roc Nation-ის არჩევანზე, კონსერვატორი მრჩეველი მკაცრად აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილებას: “სირცხვილია, რომ მათ ისეთი ადამიანი შეარჩიეს, ვისაც, როგორც ჩანს, ამერიკა არ უყვარს.” – თქვა მან The Benny Show-ში.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ინკლუზიურები და არა ექსკლუზიურები,  ბევრი შესანიშნავი ჯგუფი და არტისტია, რომელიც ხალხს გააერთიანებდა და არა პირიქით.“ –  დაამატა კორი ლევანდოვსკიმ.

საბოლოოდ, გაურკვეველია, რატომ ფიქრობს კორი ლევანდოვსკი, რომ პუერტო რიკოელი არტისტ Bad Bunny-ს „ამერიკა სძულს“. თავად არტისტი  2025 წლის სექტემბერში I-D-სთან ინტერვიუში ამბობდა: „ბევრი მიზეზი იყო, რატომაც  არ ჩავატარე ტური აშშ-ში, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო სიძულვილით გამოწვეული.” 

„ბევრჯერ მქონია ამერიკაში კონცერტები, ყველა მათგანი წარმატებული და შესანიშნავი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ამერიკაში მცხოვრები ლათინოამერიკელების ხილვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო პრობლმებიც, რომ შეიძლება ICE-ის (საემიგრაციო სამსახურის) წარმომდგენლებიც იქ ყოფილიყვნენ. ეს კი სერიოზულად გვაღელვებდა.” – აღნიშნა Bad Bunny-მ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიტ ურბანი და ნიკოლ კიდმანი 2023 წლის Met Gala-ზე. / Matt Winkelmeyer/MG23/Getty Images

კიტ ურბანმა ბოლო კონცერტზე  ნიკოლ კიდმანის შთაგონებით შექმნილი სიმღერის, The Fighter-ის ტექსტი შეცვალა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში ჯორჯ მაიკლის Father Figure-ის ინტერპოლაცია შევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი