Billboard-მა Bad Bunny-ს 21-ე საუკუნის საუკეთესო ლათინო არტისტის ჯილდო გადასცა

„ამ ჯილდოს სიამაყით ვიღებ, რადგან ვიცი, რამდენი ვიმუშავეთ მე და ჩემმა გუნდმა. ვიცი, შეიძლებოდა, ეს ჯილდო აქ მყოფ ნებისმიერ არტისტსაც მიეღო,” – თქვა Bad Bunny-მ სცენიდან.
Bad Bunny. 3 სექტემბერი, 2025 წელი.
ფოტო: Diwang Valdez, სტილისტი: Storm Pablo, გარეგნობაზე ზრუნვა: Gilbert Gonzalez, ფროდაქშენი: Sigfredo Bellaflores და Lauri Vega.

2025 წლის Billboard Latin Music Awards-ზე Bad Bunny ოფიციალურად აღიარეს XXI საუკუნის საუკეთესო ლათინო-ამერიკელ არტისტად. ჯილდო მას პუერტო რიკოელმა ჰოლივუდის ლეგენდამ, რიტა მორენომ გადასცა. „დღეს ვხედავ არტისტს, რომელიც მთელ მსოფლიოს უზიარებს იმას, რამაც მე რწმენა შემინარჩუნა,“ – თქვა მორენომ, როცა Bad Bunny დარბაზიდან უსმენდა. „გულწრფელად მიხარია, ბენიტო, რომ მე გადმოგცემ Billboard Latin Artist of the 21st Century-ს ჯილდოს!“

ეს პრესტიჟული ტიტული არტისტს მიენიჭა Billboard-ის ლათინურ ჩარტებში განსაკუთრებული წარმატებებისთვის. Top Latin Albums და Hot Latin Songs არის ის მიღწევები, რაც საუკუნის პირველ 25 წელიწადში არავის ჰქონია.

„ძალიან დიდ პატივს გცემ,“ – მიმართა Bad Bunny-მ მორენოს. „ყოველთვის, როცა სხვა არტისტებისგან მესმის მსგავსი სიტყვები, ვრწმუნდები, რომ საკუთარ თავად დარჩენა და გულიდან წამოსული ქმედება ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სწორედ ასე მოვიქეცი პირველივე დღიდან, როცა ვცდილობდი, გამეგო, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ.“

არტისტის მადლობის სიტყვა გულწრფელი და ემოციური იყო: „ამ ჯილდოს სიამაყით ვიღებ, რადგან ვიცი, რამდენი ვიმუშავეთ მე და ჩემმა გუნდმა. ვიცი, შეიძლებოდა, ეს ჯილდო აქ მყოფ ნებისმიერ არტისტსაც მიეღო – იმათ, ვინც ლათინო მუსიკას აძლიერებს, ვინც მე შთამაგონა, ვის გამოც აქ ვარ და ვინც ამაზე ოცნებობს. ყოველთვის მათთან მოვიაზრებ თავს, რადგან კვლავ ახალგაზრდა ვარ, სავსე მიზნებით და ოცნებებით. რასაც ახლა ვამბობ, გულიდან მოდის. სიტყვა არ მქონდა მომზადებული. დღემდე ვერ ვხვდები, ამდენი არტისტიდან რატომ მე? მაგრამ მადლობელი ვარ. ეს ჯილდო თქვენია, იმიტომ, რომ თქვენ დამაყენეთ აქ. ალბათ ღმერთმა ასე ისურვა. ეს ჯილდო არ მხდის ამპარტავანს – ვიღებ თავმდაბლად და ისევ ისეთად ვრჩები, როგორიც ვიყავი.“

ცერემონიის ატმოსფერო ემოციურად დატვირთული იყო – პრეზენტაციის ვიდეოს შემდეგ სცენაზე Los Pleneros de la Cresta გამოვიდა და მორენოსთან ერთად შეასრულა ჰიტი – Café con Ron. 

Bad Bunny-ს  კარიერა უკვე ისტორიაში შევიდა: პუერტო რიკოელი სუპერვარსკვლავი გამუდმებით ხსნის ყველა რეკორდს Billboard-ის ჩარტებში და მის ფარგლებს გარეთაც. მისი ბოლო ოთხი ალბომი – Debí Tirar Más Fotos (2025), Nadie Sabe Lo Que Va a Pasar Mañana (2023), Un Verano Sin Ti (2022) და El Último Tour del Mundo (2020) – უკლებლივ  აღმოჩნდა Billboard 200-ის საერთო ჩარტის პირველ ადგილზე, რაც ლათინო არტისტისთვის უპრეცედენტო წარმატებაა.

მუსიკის მიღმაც, Bad Bunny დღეს კულტურული ფენომენია. მან წაშალა საზღვრები მოდაში, კინოსა და სპორტშიც კი. არტისტი იყო Met Gala-ს თანათავმჯდომარე, შექმნა ინოვაციური კოლაბორაცია ლიონელ მესისთან და Adidas-თან, ასევე მონაწილეობა მიიღო ჰოლივუდურ პროექტებში ცნობილი რეჟისორებისა და მსახიობების გვერდით.

Bad Bunny ჟურნალ Billboard-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზეა და 2026 წლის თებერვალში გახდება პირველი ლათინო-ამერიკელი მამაკაცი სოლო არტისტი, რომელიც Super Bowl Halftime Show-ს გაუძღვება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-11 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ წარმოგიდგენთ

შემდეგი სტატია

ფესტივალი „საჩუქარი” იხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი