Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

„ამ ლექსსა და მუსიკაში ჩემი დაკომკიდებულებაა ასახული, რომელიც დამალვის სურვილთან, ფარ-ხმალის დაყრასთან, მაგრამ შემდეგ ისევ გზის გაგრძელების პროცესთან ასოცირდება.”
TINDRA - საჭე
TINDRA – საჭე

Tindra  – მულტიინსტრუმენტალისტი არტისტის, სოფიკო გვიმრაძის სასცენო სახელია, რომელიც  სხვადასხვა სახელოვნებო დარგში მოღვაწეობს. არტისტმა ცოტა ხნის წინ ტრეკი „საჭე” და მასზე შექმნილი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მუსიკა, ტექსტი და არანჟირებაც ავტორის შექმნილია. 

Tindra – სოფიკო გვიმრაძე:

„ეს ტრეკი “დიაცის” კომპილაციურ ალბომში დარელიზდა. „საჭე“ ჩემი ერთ-ერთი პირველი ტრეკია, რომელიც წელიწადნახევრის წინ დავასრულე.  მე ვარ მუსიკის, არანჟირების და ლექსის ავტორი. თუმცა სულ სხვა ვიდეო მქონდა წარმოდგენილი, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო დღის შუქი ვერ ნახა. 

კლიპში გამოყენებული კადრები, სხვა ტრეკისთვის გვქონდა გათვლილი (ვიდეოს ავტორია @neonratio დენოლა გუგავა.) თუმცა ჩემმა მეგობარმა, გიორგი ნაზღაიძემ @mm.elekrtik ამ კადრების ნახვისას მთხოვა, ამ სიმღერაზე აგვეწყო ვიდეო და ასე, ერთ საათში დაიბადა ეს ნამუშევარი.“

არტისტის თქმით, სიმღერასთან ერთად, ვიზუალიც იმ ემოციური გზავნილის გახმოვანებაა, რომელიც გაუჩინარების სურვილისა და პესიმიზმის მიუხედავად, წინსვლისა და გზის გაგრძელების მცდელობას გულისხმობს. 

„ამ ლექსსა და მუსიკაში ჩემი დაკომკიდებულებაა ასახული, რომელიც დამალვის სურვილთან, ფარ-ხმალის დაყრასთან, მაგრამ შემდეგ ისევ გზის გაგრძელების პროცესთან ასოცირდება და ასე გამოვიდა ვიდეოშიც.” – ამბობს Tindra.

ტრეკი „საჭე“ შემოქმედებითი და ყოფითი გზის ერთგვარი მეტაფორაა, რომელიც შინაგან ბრძოლასთან ერთად განმეორებითი საწყისის თემებს ეხმიანება და იმავდროულად თვითშემეცნების პროცესსაც ასახავს.  

მოისმინეთ Tindra-ს ტრეკი „საჭე”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-მ ხუმრობით თქვა, რომ მისი ხმაურიანად დაანონსებული ალბომი – Don’t Be Dumb არასდროს გამოვა

შემდეგი სტატია

Madonna 2024 წლის 4 მაისი, ბრაზილია. WIREIMAGE FOR LIVE NATION

მადონას თქმით, Rosalía-ს ახალი ალბომის „მოსმენას ვერ წყვეტს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი